LIFE

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

ზამთარი, ნაცრისფერი დღეები და სიცივე ადამიანების უმეტესობის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამ დროს გვინდება ჩვენს ოთახებში შევიყუჟოთ, გვეძინოს და როცა გავიღვიძებთ მზიანი ზაფხული დაგვხვდეს. შეგირჩიეთ ცხრა წიგნი, რომლებიც ზამთრის დეპრესიას დაგაძლევინებენ და ცხოვრების წყურვილით აგავსებენ.

1. „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“, ჯერალდ დარელი - ეს არის ჯერალდ დარელის ტრილოგიის პირველი წიგნი. წიგნი ავტობიოგრაფიულია და მწერლის ბავშვობაზე მოგვითხრობს. ბავშვობა მან საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე გაატარა.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შეიყვარებთ სამყაროს თქვენ გარშემო და აღფრთოვანდებით მისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

2. „შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება“, აბდელ სელუ - წიგნში ავტორი ნამდვილ ამბავს გვიამბობს. უმეტეს თქვენგანს ალბათ ნანახი აქვს შესანიშნავი ფრანგული ფილმი “ხელშეუხებელნი“. ეს ფილმი სწორედ აბდელ სელუს წიგნის ეკრანიზაციაა.

შეუძლებელია ეს წიგნი წაიკითხო და ცხოვრების მოტივაცია არ გაგიძლიერდეს. იფიქრებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

3. „პოლიანა“, ელეონორ პორტერი - არ არის მარტივი, რომ ცხოვრებას მხოლოდ ნათელი კუთხიდან შევხედოთ. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემები და ცხოვრება მხოლოდ დადებითი და პოზიტიური მოვლენებით არ არის სავსე.

მაგრამ რა მოხდება, თუ მთავარ პრინციპად ბედნიერად ყოფნას აქცევთ? დაგეხმარებათ ეს, რომ ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე იყოთ? შესაძლოა, ყოველივეს წყალობით სამყარო განსხვავებულად დავინახოთ. ეს პრინციპი პოლიანას ცხოვრებაში ანტიდეპრესანტი ხდება.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

4. „მეზღვაურის სიმღერა“, კენ კიზი - ეს არის წიგნი ადამიანებზე და ზღვაზე. ის სავსეა სარკაზმით, იუმორით. გვაჩვენებს მანკიერებებს, რათა შემდეგ სინათლე გვაჩვენოს და სიცოცხლის სურვილით დაგვმუხტოს.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

5. „ყინვა და ცეცხლი“, რეი ბრედბერი - ადამიანებმა და ცხოველებმა პლანეტაზე არანორმალურად სწრაფად დაიწყეს დაბერება და ახლა ისინი მხოლოდ რვა დღეში იზრდებიან და ბერდებიან.

ეს რვა დღე კი უნდა გამოიყენონ სწავლისთვის, ქორწინებისთვის, შვილების გაჩენისთვის. წიგნი გაჩვენებთ, რომ თუ მოინდომებთ, დროის მცირე მონაკვეთში ყველაფრის მოსწრებას შეძლებთ.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

6. „ადამიანი - დიახ“, დენი უოლესი - დენი ყოველთვის, ყველაფერზე არას ამბობს. ის უარს ეუბნება მეგობრებს დახმარებაზე, კოლეგებს გასართობად წასვლაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე არას ამბობს.

მას შეყვარებულიც დაშორდება. ცხოვრება კი მაშინ იცვლება, როცა ავტობუსში უცნაურ მამაკაცს გაიცნობს, რომელიც მას სამ მაგიურ სიტყვას ეტყვის.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

7. „ცისარტყელის ქვეშ“, ფენი ფლეგი - წარმოიდგინეთ, რომ უცებ პატარა ქალაქში მოხვდით და აღმოაჩინეთ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ოჯახებს იმაზე უკეთ იცნობთ, ვიდრე შესაძლებელია. აკვირდებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ყოველივე გულს გითბობთ.

ხედავთ ყველაფერს მხოლოდ დადებითი კუთხით. წიგნი დაგარწმუნებთ, რომ ცხოვრება გაცილებით კარგია, როცა ცდილობთ მას დადებითი კუთხით შეხედოთ.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

8. „ვუსტერების საგვარეულო ღირსება“, პელამ გ. ვუდჰაუსი - თუ ეძებთ პოზიტივით სავსე წიგნს, რომელიც მხოლოდ დადებითი ენერგიითა და ემოციებით დაგმუხტავთ, სწორედ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. ის აგიმაღლებთ განწყობას და პოზიტივით დაგმუხტავთ.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ

9. „ხალხი“, ტერი პრანტჩეტი - წიგნი დაგაჯერებთ, რომ ცხოვრებაში მთავარია რაღაცის გჯეროდეთ, გწამდეთ და აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერს. ის დადებითი ემოციებით აგავსებთ.

9 შთამაგონებელი წიგნი, რომლებიც ზამთარში მოტივაციითა და ცხოვრების წყურვილით აგავსებთ