ყველას გვყავს საყვარელი ეკრანული წყვილები, რომელთა შეხედულებებსაც ვიზიარებთ და რომელთა ცხოვრებაც გარკვეულწილად ჩვენთვის მისაბაძია.

ვნახოთ სიყვარულის გაკვეთილები პოპულარული ეკრანული წყვილებისგან.

1. ყოველთვის მიენდე ინტუიციას და გულის კარნახს, A Walk to Remember - არასოდეს განსაჯო ადამიანი საზოგადოების აზრის მიხედვით და არ შეხედო მას, როგორც საზოგადოება უყურებს. ნახავ, რომ რეალურად ადამიანები სულ სხვანაირები არიან. სწორედ ასე ემართებათ ჯეიმი სალივანსა და ლენდონ კარტერს. ისინი აღმოაჩენენ, რომ საზოგადოების აზრს არაფერი აქვს საერთო მათ რეალურ სახესთან.

2. არც ერთი ურთიერთობა არ არის იდეალური და სიყვარულს თან ახლავს სირთულეებიც, One Tree Hill - ეს ფილმი გაჩვენებთ, რომ ცხოვრება, სიყვარული უამრავი სირთულითაა სავსე. მთავარია, შეგეძლოთ სასიამოვნო მომენტების დაჭერა და ამ მომენტებით ტკბობა.

3. მთავარია გინდოდეს და აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს, „სექსი დიდ ქალაქში“ - კერი და მისი საქმრო არაერთხელ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაქორწინდნენ, რადგანაც ეს მართლაც ძალიან უნდოდათ.

4. თუ საუკეთესო მეგობარი შეგიყვარდება, ეს ორმაგი ბედნიერებაა, „მეგობრები“ - მონიკა და ჩენდლერი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ერთმანეთს არ განიხილავდნენ პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორებად, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ და ამ სიყვარულმა ყველაზე დიდი ბედნიერება მოუტანათ.

5. მიიღე საყვარელი ადამიანი ისეთი, როგორიც არის, „ჭორიკანა“, - სერიალის გმირები, მათ შორის, ჩაკი და ბლერი იტყუებიან, ერთმანეთით მანიპულირებენ, ინტრიგებს ხლართავენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი იღებენ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში არიან, ერთმანეთი უყვართ დადებითი და უარყოფითი მხარეებით და ეს არის სწორედ მათი წარმატებული ურთიერთობის გასაღები.

6. შენი ოჯახის აზრი ყოველთვის არ უნდა გაითვალისწინო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, „უბის წიგნაკი“ - ნოა სწორედ მაშინ პოულობს ბედნიერებას, როცა თავისი მშობლების წინააღმდეგ მიდის და ნამდვილ სიყვარულს უბრუნდება.

7. ხანდახან შეიძლება ცალმხრივად გიყვარდეს, მაგრამ შეძლო მასთან მეგობრობა და მის ქორწილში ხელისმომკიდეობაც კი - „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“.

8. სიყვარულს ისეთ დროს პოულობთ, როცა არ ელოდებით და ზოგჯერ ისეთი ადამიანი გიყვარდებათ, ვისთვისაც არასოდეს შეგიხედავთ რომანტიკულად - „27 კაბა“