LIFE

როგორ უნდა გაზარდოთ ფინანსები 2019 წელს? – 3 მეთოდი

როგორ უნდა გაზარდოთ ფინანსები 2019 წელს? – 3 მეთოდი

იმედი გვაქვს, რომ 2018 წელი ჩვენი მკითხველისთვის ფინანსური თვალსაზრისით კარგი წელი იყო, მაგრამ გულახდილები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ფული არასოდესაა საკმარისი და ფინანსური სტაბილურობისთვის ყოველთვის საჭიროა დამატებით ფული.

ვნახოთ, ფინანსების ექსპერტებისგან 3 რჩევა, რომლებიც ფინანსების გაზრდასა და ფინანსურ სტაბილურობას გვპირდებიან.

1. ახალი წლის დაწყებისთანავე დაიწყეთ ფულის შეგროვება - იანვარი შესანიშნავი დროა ფულის შეგროვების დასაწყებად. ყოველ დღე მიზერული თანხაც რომ დაზოგოთ, დროთა განმავლობაში ის მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხად გადაიქცევა. გექნებათ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა. როცა იცი, რომ დანაზოგი გაქვს, არაფერი გაშინებს. 

როგორ უნდა გაზარდოთ ფინანსები 2019 წელს? – 3 მეთოდი

2. დამატებით შემოსავალი - მაგალითად, თუ ხართ სახლის მფლობელი, თქვენ შეგიძლიათ ერთი ოთახი მაინც გააქირაოთ და ამით დამატებით შემოსავალი მიიღოთ. მიღებული ფულით კი დანაზოგი გააკეთოთ. არაუშავს თუკი შედარებით ვიწროდ იგრძნობთ თავს, სამაგიეროდ თქვენს შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდით. 

3. გადახედეთ თქვენს საბანკო ანგარიშებს - აუცილებლად უნდა იცოდეთ რამდენად დაბალანსებულია ხარჯი და შემოსავალი. ხშირად სწორედ ჩვენი უყურადღებობის გამო აღმოვჩნდებით ხოლმე რთულ სიტუაციაში. ამიტომ, აკონტროლეთ ხარჯები და ეცადეთ, რომ ის ნაკლები იყოს შემოსავალზე. თუ ასე არ არის, შეამცირეთ ხარჯები, თავი აარიდეთ უსარგებლო ნივთების ყიდვას. ნუ გადაიხდით ფულს ისეთ რაღაცებში, რასაც არასოდეს გამოიყენებთ.



<a href="https://money.allwomenstalk.com">https://money.allwomenstalk.com</a>