ვიზუალურად, გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, ფსიქოპათის ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია. მათ ამოსაცნობად სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდი არსებობს და მათ შორისაა, ფსიქოლოგიური ტესტები.
გთავაზობთ სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტესტს. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ორ მარტივ შეკითხვას, რომლის მიხდვითაც განისაზღვრება ფსიქოპათი ხართ, თუ გენიოსი.
ტესტის დაწყებამდე გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიიღოთ ზუსტი შედეგი, აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია.
კითხვა #1
მოცემულ ნიღაბს ერთი მხარე აქვს, თუ ორი?
კითხვა #2
მოცემული ნიღაბი ერთი მიმართულებით მოძრაობს, თუ ორი მიმართულებით?
იხილეთ პასუხები:
1. ნიღაბს აქვს მხოლოდ ერთი მხარე - სწორედ ესაა პირველი კითხვის პასუხი.
2. ნიღაბი მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მარჯვნივ.
ახლა კი გავიგოთ ვინ ხართ - ფსიქოპათი, თუ გენიოსი?
თუ ორივე კითხვას არასწორად უპასუხეთ, არ იდარდოთ, სავსებით ჯანსაღი ადამიანი ხართ. მაგრამ, თუ სწორ პასუხებს არ ეთანხმებით და ჯიუტად თქვენს აზრზე ხართ, დროა, სასწრაფოდ დაგეგმოთ ფსიქიატრთან ვიზიტი.
სიმართლე ის არის, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ჯანსაღი გონება, ტვინი ითვალისწინებს ხელოვნურად შექმნილ ფორმებსა და დამატებით ჩრდილებს და ერთგვარად აკორექტირებს სურათს. ჯანსაღი ტვინი თავისით ასუფთავებს სურათს ილუზიისგან და ხედავს მხოლოდ იმას, რაც რეალურადაა მოცემული.
ფსიქოპათებს კი არ აქვთ ეს უნარი. მათი ტვინი ვერ კონცენტრირდება მსგავს დეტალებზე. ამიტომაც ისინი ვერ ხედავენ ნიღაბს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და ვერც მისი მოძრაობის მიმართულებას არჩევენ.
რაც შეეხება გენიოსებს - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფსიქოპათი შეიძლება იყოს გენიოსი, მაგრამ, ფსიქოლოგები წერენ, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. გენიოსები მოცემულ მოძრავ ფოტოებს ორგვარად აღიქვამენ. მათ შეუძლიათ დაინახონ როგორც ჯანსაღი, ჩვეულებრივი ადამიანის გონებით და გასცენ სწორი პასუხი და ამავდროულად, აქვთ უნარი, რომ ფსიქოპათის თვალითაც შეხედონ.
ასე რომ, თუ მოცემულ მოძრავ ნიღბებს სხვადასხვაგვარად აღიქვამთ, იცით სწორი პასუხები, და ამავდროულად, შეგიძლიათ ისინი ფსიქოპათის თვალითაც დაინახოთ, თქვენ ნამდვილად გენიოსი ხართ.
თემები: ტესტი, ურთიერთობა, საინტერესო, ინტუიცია
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია