„არას“ თქმა რომ ზოგჯერ აუცილებელია, ცხადია და იმის გამო,რომ უარის თქმა არ შეგვიძლია პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე.
ასტროლოგები გამოარჩევენ ზოდიაქოს 6 ნიშანს, რომელთათვისაც არას თქმა ყველაზე დიდი პრობლემაა. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ უარი თქვან.
1. ვერძი - ვერძებს უყვართ, როცა სხვებს რაიმით ასიამოვნებენ. ისეთ საქმეზეც კი დაგეთანხმებიან და გეტყვიან, რომ გააკეთებენ, რომლის გაკეთებაც არც იციან და არც შეუძლიათ. ამის გამო ხშირად არიან უხერხულ სიტუაციებში.
2. თხის რქა - საქმეების კეთება, ყველაფრის სისრულეში და წესრიგში მოყვანა ნამდვილად თხის რქის საქმეა. რა თხოვნითაც უნდა მიმართოთ თხის რქას, უარს არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით. მათ აბედნიერებთ სხვებისთვის დახმარების გაწევა და სხვების მაგივრად საქმეების გაკეთება. რეალურად კი, ამის გამო პირადი ცხოვრებისთვის, სიამოვნებისთვის, გართობისთვის დრო აღარ რჩებათ.
3. კირჩხიბი - ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც „არას“ თქმა არ შეუძლია. კირჩხიბს ჰგონია, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ჰგონია, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც ის ვერ გააკეთებს, რეალურად კი ასე არ არის.
4. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან და სიამოვნებას ანიჭებთ სხვების დახმარება. შეიძლება თვითონ არ შეეძლოს ესა თუ ის საქმე გაგიკეთოთ, მაგრამ უარს მაინც არ გეტყვით, თქვენ გამო მზად არის სხვას სთხოვოს დახმარება.
5. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ კიდეც სხვების პრობლემების მოგვარება, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ბალანსს აკარგვინებს, ამიტომ თუ ისწავლიან ხანდახან მაინც „არას“ თქმას, მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება.
6. ლომი - ერთი შეხედვით მრისხანე ლომი, სინამდვილეში ძალიან კეთილი და გულჩვილიც კი არის. თუ ვინმეს რაიმე თხოვნაზე უარს ეტყვის, ამის გამო ძალიან იდარდებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეცდომა გამოასწოროს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ უარს ძალიან იშვიათად ამბობს.
თემები:
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია