ფსიქოლოგ კარლ იუნგის 12 გამონათქვამი, რომლებიც საკუთარ თავს გაპოვნინებთ
- 13.01.2021
Trend.ge ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის, კარლ გუსტავ იუნგის 12 ციტატას გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარი თავის პოვნაში, დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ხართ.
1. ორი პიროვნების შეხვედრა ქიმიური ნივთიერებების კონტაქტს ჰგავს. თუ არსებობს ოდნავი რეაქციაც კი, იცვლება ორივე ელემენტი.
2. არ შეაჩერო ის, ვინც შენგან მიდის, სხვა შემთხვევაში, ვერ მოვა ის, ვინც შენთან მოდის.
3. ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც ბავშვს მხრებზე აწვება, ეს ის გზაა, რომელიც მის მშობლებს არ გაუვლიათ.
4. უნდა შეძლოთ საკუთარ გულში ჩახედვა. ვინც გარეთ იყურება, მხოლოდ სიზმრებს ხედავს, ხოლო საკუთარ თავს ვინც უყურებს, ის ფხიზლდება.
5. დეპრესია მგლოვიარე ქალს ჰგავს. თუ მოვა, არ განდევნო, მიიწვიე მაგიდასთან სტუმრის მსგავსად და მოუსმინე ყურადღებით.
6. ზოგჯერ ხელები უმკლავდებიან იმ თავსატეხს, რომლის წინაშე ინტელექტი უძლურია.
7. ყველაფერმა, რაც სხვებში გაღიზიანებთ, შესაძლოა, საკუთარი თავის გაგებამდე მიგიყვანოთ.
8. თუ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიიღეთ ცხოვრებისგან და რომ შეგიძლიათ რაიმე გასცეთ.
9. მარტოობა არ არის განპირობებული იმით, რომ გარშემო ადამიანები არ არიან. მარტოობა იმის ბრალია, რომ არ შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე ადამიანებთან საუბარი, ან მათ არ შეუძლიათ თქვენი მსოფლმხედველობის მიღება.
10. მე ვარ ის, ვინც გადავწყვიტე რომ ვიყო.
11. სიზმარი პატარა და კარგად დამალული კარია, რომელსაც პირვანდელ კოსმიურ ღამეში მივყავართ. ღამეში სადაც სული ცნობიერების გაჩენამდე იმყოფებოდა.
12. ადამიანის პიროვნება სამყაროს ნაწილია და მისი საიდუმლო სამყაროსავით უსაზღვრო.
თემები: ფსიქოლოგია, ტესტი, პრობლემები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოტივაცია, დეპრესია, კარლ იუნგი
<a href="https://educateinspirechange.org">https://educateinspirechange.org</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია