1. ვაშლის ხის ეზო (Apple Tree Yard), 2017

სერიების რაოდენობა: 4

ივონ კარმაიკლი მშვიდი ცხოვრების წესს ეწევა. ის გათხოვილია, ზრდის ორ შვილს და დაკავებულია მეცნიერებით. ერთხელ ის გაიცნობს ლამაზ მამაკაცს მარკო კოსტლის, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის ოჯახურ იდილიასა და კარიერას. რას აირჩევს ივონი - ბედნიერებას თუ ჩვეულ ცხოვრებას?

დრამატული სერიალი, რომელიც ყველა ქალს მოეწონება.

2. უდანაშაულოს გამოცდა (Ordeal by Innocence), 2018

სერიების რაოდენობა: 3

სერიალის მთავარი გმირებია - ლეო არგალი და მისი ცოლი რეიჩელი, რომლებმაც ომამდე იშვილეს 5 ბავშვი. მათი ოჯახური იდილია ინგრევა, როცა ქალსსისხლის გუბეში საკუთარ სასტუმრო ოთახში პოულობენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხდება მისი ვაჟიშვილი ჯეკი, რომელსაც აპატიმრებენ და რომელიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

აგატა კრისტის ცნობილი რომანის ახალი ეკრანიზაცია, რომელიც მოეწონება დეტექტივების ყველა თაყვანისმცემელს.

3. ფილიპ კ. დიკის ელექტრონული სიზმრები (Electric Dreams), 2017 - დღემდე

სერიების რაოდენობა: 10

სერიალი დაფუძნებულია საკულტო ფანტასტის ფილიპ კ. დიკის რამდენიმე ცნობილ ნაწარმოებზე. თითოეული სერია მიეძღვნა მწერლის ერთ მოთხრობას: „დაღვრემილი უცნობი“, „სამგზავრო ბილეთი“ და სხვა. გულის ამაჩუყებელი და მახვილგონიერი სერიალი, რომელიც მოეწონება სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა მოყვარულს და არა მხოლოდ.

4. მაკმაფია (McMafia), 2018 - დღემდე

სერიების რაოდენობა: 8

სერიალის მთავარი გმირი ალექს გუდმანი, რუსი ემიგრანტების შვილი, ცდილობს გაექცეს საკუთარ კრიმინალურ მაფიოზურ ოჯახს და ოცნებობს გაატაროს მშვიდი ცხოვრება თავის მეგობარ რებეკასთან. მაგრამ წარსული ახსენებს თავს, და ალექსი იძულებული ხდება შეუერთდეს დანაშაულთა სამყაროს, რათა გადაარჩინოს ისინი, ვინც უყვარს.

ატმოსფერული სერიალი, რომელშიც „რუსული ცხოვრების“ ზოგიერთ დეტალებს შეუძლია ღიმილი გამოიწვიოს.

5. 911/ მაშველთა სამსახური (9-1-1), 2018 - დღემდე

სერიების რაოდენობა: 10

ეს არის სერიალი ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ, რომლებმაც აირჩიეს არც ისეთი მარტივი სამსახური. პოლიციელები, მეხანძრეები, პარამედიკოსები მუშაობენ გვერდიგვერდ დიდი ქალაქის სასტიკ პირობებში. ისინი იხდიან საკუთარ მოვალეობას, ხვდებიან საშინელ სიტუაციებში და ხშირად რისკავენ საკუთარი სიცოცხლით.

დინამიური სერიალი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.