მშობლები

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

1. არ ტკბებოდით პატარასთან ურთიერთობით

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

პატარა ბავშვს ძალიან სჭირდება მუდმივი კონტაქტი დიდებთან. მაგრამ დიდებისთვისაც აუცილებელია ეს ურთიერთობა. დიახ, თავისუფალი დრო სულ ნაკლები რჩება და, სანამ დედა დაკავებულია საქმით, ბავშვი გატაცებულია თამაშით. მაგრამ, თუ ეს ჩვევაში გადავა, ერთხელაც, როდესაც ს მონიტორს მოწყვიტავთ თვალ, უცბად შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბავშვი გაიზარდა და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

2. გავიწყდებოდათ ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი მოხდება, თუ არ შეინახავთ სამახსოვროდ ფოტოებს. მაგრამ ალბათ რაღაც დროის შემდეგ მოგინდებათ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მომენტების გახსენება და ამ ემოციების გაზიარება უკვე გაზრდილ შვილებთან.

3. ცოტას თამაშობდით განვითარებადი თამაშებით

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ნაადრევი შემოქმედებითი განვითარებით ადამიანი გახდება გამოჩენილი მხატვარი ან მსახიობი. მაგრამ შანსი არსებობს. ჯერ ერთი, როცა სთავაზობთ სხვადასხვა საქმიანობას, შეგიძლიათ გაარკვიოთ, რის მიმართ გააჩნია ბავშვს მიდრეკილება და ინტერესი, და გააგრძელოთ ძლიერი მხარეების განვითარება. მეორედაც, ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს ხმამაღლა კითხვა, პლასტელინით თამაში თუ კონსტრუქტორით, ანვითარებს ინტელექტს, ფანტაზიას და ზრდის სიტყვათა მარაგს. და ბოლოს - თქვენ აძლიერებთ საკუთარ კავშირს პატარასთან, და უკვე ეს ერთი პუნქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზეზს, რომ შექმნათ ერთობლივი დასვენება.

4. იყავით ზედმეტად მკაცრი

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

ერთი საქმეა - ეჩხუბოთ ცუდი საქციელის გამო, და სულ სხვაა - შენიშვნა გაუკეთოთ ყველა წვრილმანზე. დღემდე არსებობს მითი, რომ რაც უფრო მაღალია მოთხოვნილებები ბავშვის მიმართ, მით უფრო წარმატებული გაიზრდება. საქმეზე კი ვიღებთ უკუ ეფექტს: მოშლილ ფსიქიკას, პრობლემატურ ქცევებს და შეფერხებებსაც კი განვითარებაში. მავნებელია ასევე დასჯა ცუდი ნიშნებისთვის - ეს გამოიწვევს საერთო მოსწრების დაქვეითებას. ეჩხუბეთ და წაახალისეთ იმის გამო, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

5. არ ითვალისწინებდით ბავშვის აზრს

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

ბავშვები, ვის აზრსაც გულახდილად უგულებელყოფენ, იზრდებიან უინიციატივოები და ნაკლებად დარწმუნებულები საკუთარ თავში. ყველაფერი ლოგიკურია: როგორ შეუძლია ადამიანს იცოდეს, რა უნდა ცხოვრებისგან, თუ გადაწვეტილებებს მის მაგივრად ყოველთვის სხვა იღებდა? უფრო სწორი იქნება განიხილოთ ერთად ბავშვის სურვილები და აუხსნათ, ვიდრე იგნორირება გაუკეთოთ ან აღკვეთოთ ნებისმიერი ნების გამოვლინება.

6. ცოტას ახარებდით ბავშვს

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

პატარა დღესასწაულები მომავალში შეიძლება დიდი მიღწევებად გადაიქცეს: თუ ბავშვი იზრდება ჯანსაღ ატმოსფეროში და იღებს ახალ შთაბეჭდილებებს, ესე იგი, ის აქტიურად ვითარდება. ბედნიერი ბავშვები უფრო ეგუებიან ცხოვრებას და ადვილად ამყარებენ ახალ ნაცნობობას.

7. არ იყავით გვერდით მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში

7 შეცდომა, რომლებსაც მშობლები ყველაზე მეტად ნანობენ

ნებისმიერ ადამიანს (მითუმეტეს ბავშვს) სჭირდება, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში გვერდით ჰყავდეს ახლობელი ადამიანი. თუნდაც ახლა გეჩვენებათ, რომ სერიოზული მიზეზი გქონდათ გამოგეტოვათ პირველი ზეიმი, მომავალში პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს. დარჩება უსიამოვნო ნალექი იმის შეგნებისგან, რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გაშვებული.