მამაკაცებმა იციან, რომ ქალი შეიძლება იყოს იდუმალი და მოულოდნელობებით სავსე. ის შეიძლება ერთ დღესაც ადგეს და წავიდეს თქვენგან და ვერ მიხვდეთ, თუ რამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი.
ვნახოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები, რატომ ტოვებს მამაკაცს ქალი მაშინაც კი, როცა ის სიგიჟემდე უყვარს.
10. თუ მის გვერდით არ ხართ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებით - ქალის ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა ყველაზე მეტად სჭირდება საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა, მაგალითად ფეხმძიმობის პერიოდი. ამ დროს სურს, რომ კომფორტი აგრძნობინოთ და თუ თქვენ გვერდით თავს ასე ვერ გრძნობს, ის აუცილებლად წავა.
9. შესაძლოა, ვერ გრძნობთ, მაგრამ დაიღალა ამდენი შენიშვნებით - მამაკაცებს სურთ, რომ მათი საყვარელი ქალი, მუდამ ფორმაში იყოს, ან მუდამ კარგ ხასიათზე, ყოველთვის იღიმოდეს, ყოველთვის მოუმზადოს გემრიელი საჭნელი, კითხულობდეს წიგნებს, იღრმავებდეს ცოდნა და ა.შ. და როცა ქალი დაღლილია, ან არ გამოიყურება იდეალურად, ან არ არის კარგ ხასიათზე, პარტნიორისგან შენიშვნებს იღებს და ეს მისთვის ძალიან დამღლელია, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაგემშვიდობებათ. ეს არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ, უბრალოდ, თქვენი შენიშვნებით დაიღალა.
8. თუ ქალი ვერ გრძნობს, რომ თქვენთვის ერთადერთია, აუცილებლად წავა - შესაძლოა, არ ღალატობთ, მაგრამ სხვა ქალისკენ თქვენი უბრალო გახედვაც კი ძალიან აღიაზიანებს ზოგიერთ ქალს და დისკომფორტს აგრძნობინებს.
7. ის დაიღალა იმით, რომ არ ენდობით და მუდმივად აკონტროლებთ - მეგობრების გარემოცვაშიც კი არ აძლევთ საშუალებას, რომ გაერთოს და თავი კომფორტულად იგრძნოთ. ამით თქვენს უნდობლობას აჩვენებთ, რაც ძალიან დამღლელია და ხშირ შეთხვევაში ხდება მიზეზი იმისა, რომ ქალი ტოვებს საყვარელ მამაკაცს.
6. თუ მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას აფრქვევთ - თუ ყოველთვის უბედური ხართ, არ შეგიძლიათ მისი სიხარულის გაზიარება, მხოლოდ ნეგატივს აფრქვევთ, არ იღიმით, არ შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო კომუნიკაციის წარმართვა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ საყვარელი ქალი მიგატოვებთ.
5. თქვენ ორ სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნით - ურთიერთობის დასაწყისში ხშირად ვერ ვხედავთ მკაფიოდ, თუ როგორ განვსხვავდებით საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ თანაცხოვრების შემდეგ, სხვადასხვა ინტერესები, რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები პრობლემებს აჩენს და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, შესაძლოა, საყვარელმა ქალმა თქვენი მიტოვების გადაწყვეტილება მიიღოს.
4. ძალიან ბავშვური ხართ - ბავშვურობა რაღაც დოზით კარგიცაა, მაგრამ ძალიან ბავშვური მამაკაცის გვერდით ცხოვრება მოსაბეზრებელია. მას, რა თქმა უნდა, სურს შვილები, ბავშვები, მაგრამ ამავდროულად გვერდით მამაკაცი უნდა და არ მოსწონს, როცა მისი საყვარელი კაცი ბავშვივით იქცევა და როცა მას, პატარას მსგავსად, გამუდმებით მზრუნველობა სჭირდება.
3. როცა მხოლოდ გასცემს და სანაცვლოდ ვერაფერს იღებს - თუ თქვენი საყვარელი ქალი მუდამ სიურპრიზებს გიწყობთ, საჩუქრებს გჩუქნით, ცდილობს გაგაბედნიეროთ თავისი ყველა მოქმედებით, თქვენ კი, არაფერს აკეთებთ და არ აჩვენებთ იგივე სითბოსა და სიყვარულს, ის აუცილებლად დაიღლება ასე ცხოვრებით და წავა თქვენგან.
2. ის არ არის დარმწუნებული, რომ იცით რა გინდათ - მოსაბეზრებელია ისეთი კაცის გვერდით ცხოვრება, რომელმაც არასოდეს იცის რა უნდა, მერყევია და გადაწყვეტილებებს სწრაფად ცვლის, აზრს ხშირად იცვლის.
1. როცა თქვენი გეგმები მომავლის შესახებ განსხვავებულია - თქვენ იცით რა გსურთ და მანაც იცის რა უნდა, მაგრამ თქვენი სურვილები არ არის თანხვედრაში. გეგმები მოავლის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებულია. შესაძლოა, თქვენ შვილების გაჩენა გინდათ, მას კი მოგზაურობა, ან საზღვარგარეთ სწავლა. ყოველივე კი ხშირად ქალის წასვლის მიზეზი ხდება.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია