10 მეთოდი, რომელთა შედეგადაც მცირე საჭმლის მირთმევის შემთხვევაშიც თავს დანაყრებულად იგრძნობთ
- 18.01.2019
დიეტა საკმაოდ რთული პროცესია და შიმშილის გამუდმებული შეგრძნება ადამიანებს სტანჯავთ. ჩვენ გასწავლით მარტივ მეთოდებს, რომლებიც შიმშილის განცდას დაგავიწყებთ და მცირეოდენი ულუფების მირთმევის შემთხვევაშიც თავს დანაყრებულად იგრძნობთ.
1. საჭმლის მირთმევამდე შეჭამეთ ვაშლი - ის არის გემრიელი, სასარგებლო და დაბალკაროლიული. კვლევის თანახმად, თუ სადილის მირთმევამდე ერთ ვაშლს შეჭამთ, ორგანიზმში მიღებული კალორიები ერთგვარად განეიტრალდება და ამასთანავე, აღარ მოგინდებათ საჭმლის დიდი რაოდენობით მიღება, რადგანაც თავს მცირე ულუფითაც დანაყრებულად იგრძნობთ.
2. მიირთვით თხილი, ნუში, ან ნიგოზი - მიირთვით ასევე ამ ინგრედიენტებით მომზადებული საკვები. ის სასარგებლოა, ამავდროულად, წონაში არ მოგამატებინებთ და თავს დანაყრებულადაც იგრძნობთ.
3. მთელი დღის განმავლობაში კარგი იქნება, თუ რაღაც გექნებათ ხელში, რასაც შეჭამთ - მაგრამ არ ვგულისხმობთ შოკოლადებს და ჩიფსებს, ჯანსაღ და სასარგებლო საკვებზე გვაქვს საუბარი. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ სტაფილო, კომპიუტერთან შოკოლადის ფილების ნაცვლად ბოსტნეულით სავსე თეფში დადოთ და დღის განმავლობაში მიირთვათ. დიეტოლოგები ამბობენ, რომ როდესაც დღის განმავლობაში რაღაცას ღეჭავთ, ეს ტვინს აძლევს სიგნალს, რომ ჭამს და რომ დანაყრებულია, გარდა ამისა, ბოსტნეულით ორგანიზმი ბევრ სარგებელს იღებს.
4. ჭამამდე დალიეთ დიდი რაოდენობით ისეთი სასმელი, რომელსაც არ აქვს კალორიები - ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივად, დიდი რაოდენობით წყალი, შედეგად ბევრს საჭმელს ვეღარ შეჭამთ და შიმშილის გრძნობაც არ შეგაწუხებთ.
5. ჭამის დროს არ გამოიყენოთ დიდი ზომის თეფშები - დიეტოლოგები ამბობენ, რომ თვალითაც შეიძლება ტვინი მოვატყუოთ. პატარა ზომის, მაგრამ სავსე თეფშიდან თუ მიირთმევთ საკვებს, თავს დანაყრებულად იგრძნობთ მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით საჭმელი გექნებათ მიღებული.
6. ყველანაირი საჭმელი პატარა ჭურჭელში შეინახეთ და ასევე მარკეტშიც მცირე რაოდენობით იყიდეთ - ყველაფერი პატარა ჭურჭელზე მოათავსეთ. გამოიყენეთ პატარა ჭიქები და პატარა კოვზები.
7. მიირთვით უფრო მეტი ხილი, ბევრი წვენით - ასეთი საკვების მირთმევის შემდეგ ტვინი იღებს სიგნალს, რომ დანაყრებულები ვართ და შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს.
8. წადით გარეთ და ისეირნეთ - თუ მთელი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას სხედხართ, შიმშილის გრძნობა გაცილებით უფრო შემაწუხებელია და მცირე საჭმლითაც ვერ დაკმაყოფილდებით. ასეთ დროს ადამიანების დიდი ნაწილი მუდამ ჭამაზე ფიქრობს და არამარტო ფიქრობს, ჭამს კიდეც, რაც წონაში მომატებას იწვევს.
ამიტომ, აუცილებელია გარეთ გასვლა, ტვინისა და გონების ჰაერით გამოკვება. შესვენებაზე მაინც ეცადეთ, რომ გარეთ გახვიდეთ და ცოტა გაისეირნოთ და თუ ამას ვერ ახერხებთ, ადგილზევე გააკეთეთ ვარჯიშები. დიეტოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ის ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას, ასევე საჭმლის მირთმევის შემდეგ დანაყრებასაც იგრძნობთ და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ჭამაზე აღარ იფიქრებთ.
9. მოიმზადეთ ხილი და ბოსტნეული - ეს იქნება თქვენთვის ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო საკვები დღის განმავლობაში. დაივიწყებთ ზედმეტ კილოგრამებს, არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და თავს ჯანმრთელად იგრძნობთ. იქნებით ყოველთვის ენერგიულები.
10. ჭამის დაწყებამდე ერთი ჭიქა წყალი მიირთვით - ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო მარტივად გადაამუშაოთ მიღებული საკვები და ამავდროულად, აღარ მოგინდებათ დიდი რაოდენობით საჭმლის მირთმევა.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა, კვება
<a href="https://www.eatthis.com">https://www.eatthis.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია