20 იანვრიდან მზე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ადამიანების ცხოვრებას სწორედ მერწყული განაგებს.

ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ სასიყვარულო ურთიერთობებში.

ეს არის შესანიშნავი დრო იმისთვის, რომ საფუძველი ჩაუყაროთ სტაბილურ სასიყვარულო ურთიერთობას. გახსოვდეთ, იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც მაგიური, საინტერესო და სასიამოვნო მოხდეს, ზოგიერთი წესი უნდა დაარღვიოთ. სწორედ წესების დარღვევას, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს თქვენგან მერწყული და თუ ასე მოიქცევით, სასიყვარულო ურთიერთობებში აუცილებლად გაგიმართლებთ.

ახალი ენერგიით აივსებით, ახალი სასიამოვნო ვიბრაციებით იქნება სავსე თქვენი ცხოვრება. იგრძნობთ, რომ ცვლილებები გჭირდებათ, აუცილებელია, რომ რაღაც სიახლე შეიტანოთ თქვენს ყოვლედღიურობაში, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობაში.

გამოიყენეთ ძველი გამოცდილება ახალ ურთიერთობებში. იყავით თავდაჯერებულები. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება წარსულიდან ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში დაბრუნების, რადგანაც ამ შემთხვევაში უსიამოვნებები არ აგცდებათ.

ახალი ნაცნობები გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, როგორი ადამიანი გსურთ გვერდით, თუ დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი ამჟამინდელი პარტნიორი ცხოვრებას მხოლოდ გირთულებთ და მის გვერდით თავს ბედნიერად არ გრძნობთ, მიიღეთ რადიკალური გადაწყვეტილება და გაუღეთ კარი ახალ ურთიერთობებს, ახალ ადამიანებს.

ამ პერიოდს ვენერას რეტროგრადირების პერიოდი ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილის რომანტიკულ ურთიერთობაში სირთულეები იჩენს თავს და შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობამ ზოგიერთ თქვენგანს ტკივილი მოუტანოს.

მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ ჰარმონიის პოვნას, რომლებიც სიმშვიდით შეხვდებიან პრობლემებს და ტკივილს არ მისცემენ ცხოვრების დანგრევის შესაძლებლობას. გირჩევთ, იყოთ ოპტიმისტები და გახსოვდეთ, უმიზეზოდ არაფერი ხდება. შესაძლოა, სწორედ იმიტომ აგერიათ ურთიერთობა, იმიტომ მიიღეთ დაშორების გადაწყვეტილება, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვნოთ.

თუ ურთიერთობაში ხართ და ერთად თავს კარგად გრძნობთ, გირჩევთ, სამომავლო გეგმები დააწყოთ, საყვარელ ადამიანს მოუყევით გულახდილად თქვენი სურვილებისა და გეგმების შესახებ, მოისმინეთ მისი გეგმები და სურვილებიც, გაითვალისწინეთ ერთმანეთის შეხედულებები და გადაწყვეტილებები ასე მიიღეთ. ამ შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში თქვენი ურთიერთობა დაბალანსებული და ჰარმონიული იქნება.

სიყვარულს კი ის მარტოხელა ადამიანები იპოვნიან, რომლებიც არაორდინალურად იმოქმედებენ, დაამსხვრევენ ბარიერებს და დაარღვევენ წესებს.