ბელგიაში, ბრიუსელის მაცხოვრებლებმა უჩვეულო სუპერმარკეტი გახსნეს. ეს არის კოოპერატიული მაღაზია, რომლის წევრებიც ერთსა და იმავე არეალზე მცხოვრები მეზობლები არიან.

ისინი თვითონ წყვეტენ, რა პროდუქტი უნდა გაყიდონ მაღაზიაში ფასის მინიმალური მატებით.

საინტერესო ის არის, რომ ისინი თავად არიან კოოპერატივის წევრებიც, დამფუძნებლებიც, მოლარეებიც, პროდუქტის მიმღებებიც, კონსულტანტებიც, მყიდველებიც და ა.შ ყველა საქმეს თავად აკეთებენ.

ამ უჩვეულო მაღაზიას „ფუტკრების მაღაზიას“ უწოდებენ. მისი იდეა ამტკიცებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ საქონელი, რომლის მოხმარებაც სურთ საკუთარი თავისთვის დამატებითი გადასახადების გარეშე.

მისმა დამფუძნებლებმა ვაჭრობის სისტემაში ახალი მოდელი შექმნეს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს მფლობელი და გამყიდველი და ამავდროულად, თავად იყოს მყიდველი.

ნებისმიერ მსურველს, მათ შორის თქვენც, გაქვთ უფლება, რომ მარკეტის თანამფლობელი და კოოპერატივის წევრი გახდეს, კოოპერატივის ყველა წევრი, ყველაფერთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაშიც იღებს მონაწილეობას.

ამასთან, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კოოპერატივის წევრი გახდება, ვალდებულია, რომ ამ სუპერმარკეტში სამ საათზე მეტი იმუშაოს კვირის განმავლობაში. ეს მოდელი ხელს უწყობს შრომის ხარჯების შემცირებას, რაც ხელს უწყობს საქონლის დაბალი ფასის შეარჩუნებას.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თქვენ მუშაობთ თქვენსავე მარკეტში და ამ საქმეში ფულს არ იღებთ, შესაბამისად, არ არსებობს ხარჯი თანამშრომლებისთვის, მომუშავე პერსონალისთვის.

კოოპერატივის წევრები თავად ირჩევენ, თუ რომელ საათებში შეუძლიათ მაღაზიაში უშუალო მუშაობით დაკავდნენ. თუ დღეს მაღაზიაში მწვანილის საყიდლად მიხვალ, ხვალ შესაძლოა, ამავე მაღაზიაში მოლარე, ან კონსულტანტი იყო.

მთავარი სარგებელი, რომელსაც ადამიანი ასეთი სისტემით იღებს არის ის, რომ ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტს დაბალ ფასად.

„ფუტკრების მაღაზია“ არ იღებს მოგებას, თუმცა იმდენად დაბალი ფასებია ხარისხიან პროდუქტებზე, რომ კოოპერატივის წევრების თქმით, ეს მოგებაზე გაცილებით დიდი სარგებელია.

კოოპერატივის წევრები თავიანთი პერსონალური კრიტერიუმების მიხედვით ირჩევენ საქონელს, რომელსაც სუპერმარკეტში ყიდიან. ისინი განსხვავებით სხვა მარკეტების მფლობელებისგან ორიენტირებულები არიან არა მოგებაზე, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქტის დაბალ ფასად გაყიდვაზე.