ვნახოთ ასტროლეგების რჩევა - როგორი სამკაული შეგეფერებათ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. ვერძი - გირჩევთ ატაროთ სადა ბეჭედი, რომლის ვიზუალიც არ იქნება თქვენთვის გამაღიზიანებელი, ზედმეტად გადატვირთული. თქვენს ბუნებას ყველაზე მეტად Common Muse-ის ეს ბეჭედი შეესაბამება.

2. კურო - თქვენ გიყვართ ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომაც სამკაულიც ისეთი გჭირდებათ, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობთ. გირჩევთ დიდი ზომის საყურეს, ფერადი თვლებით.

3. ტყუპები - სამკაული, რომელსაც ატარებთ, აუცილებლად ორიგინალური უნდა იყოს. ამიტომ, SAQARELI-ს ვერცხლითა და მინანქრის კომბინაციით შექმნილი ეს საყურე თქვენთვისაა.

4. კირჩხიბი - თქვენი სამკაული აუცილებლად ნაზი და დახვეწილი დიზაინის უნდა იყოს. არ გაიკეთებთ ისეთ სამკაულს, როგორიც სხვებს აქვთ. ამიტომ, ეს ორიგინალური სამაჯური შეგეფერებათ ყველაზე მეტად.

5. ლომი - ლომებო, ასტროლოგები აგატისთვლიანი ბეჭდის ტარებას გირჩევენ.

6. ქალწული - თქვენს სტილს უფრო მეტად გულსაბნევები შეესაბამება. ამიტომაც მწვანეთვლიანი გულსაბნევი შეგირჩიეთ, რომელიც ვიზუალს უფრო მეტ მომხიბვლელობას შემატებს

7. სასწორი - ის, რაც აუცილებლად უნდა ატაროთ, საყურეა. შესაძლოა, არ გიყვართ ეს სამკაული, მაგრამ ასტროლოგების მტკიცებით საყურის გარეშე არ უნდა იაროთ. ეს საყურე დაგეხმარებათ ბალანსის პოვნაში, რაც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია.

8. მორიელი - სამკაულში ფულის გადახდა არასოდეს გენანებათ, შეგიძლიათ კრედიტი აიღოთ და სამკაული იყიდოთ. არ გიყვართ მინიმალისტური და სადა სამკაულები. თქვენ რომ მოგეწონოთ, ის აუცილებლად დიდი ზომის უნდა იყოს. ყველაზე მეტად ეს ყელსაბამი შეგეფერებათ

9. მშვილდოსანი - არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხართ, აუცილებელია ისეთი სამკაული ატაროთ, რომელშიც ბავშვური და მხიარული ფერები ჭარბობს. ამიტომაც ასტროლოგებმა ეს მარჯნის კულონი შეგირჩიეს.

10. თხის რქა - თქვენს სერიოზულ იმიჯს და მუდამ სერიოზულ განწყობას შესაბამისი სამკაულიც სჭირდება. ამიტომაც ეს ბეჭედი ყველაზე მეტად შეგეფერებათ

11. მერწყული - მერწყულებო, თუ სუპერ ორიგინალური არაა, სამკაულს ისე არ გაიკეთებთ, ამიტომაც ასტროლოგებმა ეს საყურე შეგირჩიეს. ამბობენ, რომ ის თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება

12. თევზები - მეოცნებე თევზებო, თქვენ ისეთი სამკაული გჭირდებათ, რომელიც თქვენს ვიზუალს უფრო ქალურს და რომანტიკულს გახდის. ასეთი შედეგის მიღწევა კი ამ ულამაზესი საყურითაა შესაძლებელი