სირიის პირველს ლედის, ასმა ალ ასადს, 2018 წლის აგვისტოში ექიმებმა მკერდის კიბო დაუდგინეს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორი მტკიცე ხასიათის, თავდაჯერებული და ძლიერი ქალია ის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა არაერთმა ფოტომ, სადაც ასმა კლინიკაში მომღიმარი სახით იტარებს პროცედურებს.

როგორც წესი, სირიაში როცა საჯარო პირები ავად ხდებიან, ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია. მაგალითად, სირიის პრეზიდენტის მამას, ჰაფეზს, რომელიც სირიას წლების განმავლობაში მართავდა, მძიმე დაავადება სტანჯავდა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა და ყოველივე გასაიდუმლოებული იყო.

თუმცა ასმა ალ ასადმა ერთგვარად სირიისთვის ნოვატორული ნაბიჯი გადადგა, როცა მკერდის კიბოს შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. „ვოგიმ“ მას „უდაბნოს ყვავილი“, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ უწოდა.

ასმამ მკერდის კიბოს შესახებ ადრეულ სტადიაშივე შეიტყო, ამიტომ როგორც მედიკოსები ამბობენ, სენს მალე დაამარცხებს.

ABC News-ისინფორმაციით, ასმას დამასკოში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

მიუხედავად მძიმე დაავადებისა, სირიის პირველ ლედის არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი საქმიანობა. ის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და სოაციალურ კამპანიებში. ასმას „ინსტაგრამის“ გვერდზე კი მრავლადაა ფოტოები, სადაც ნახავთ თუ როგორ გამოიყურება ის სიმსივნესთან ბრძოლის პერიოდში.