სტილი

Matériel-ის მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები ალექსანდრე ახალკაციშვილისგან

Matériel-ის მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები ალექსანდრე ახალკაციშვილისგან

რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის და რომელი მათგანი შეინიშნება თქვენს კოლექციაში?

ალექსანდრე ახალკაციშვილი: 2017 წლის ტენდენციებში 70-იანების და 80-იანების სტილი დომინირებს: დახვეწილი, ქალური სილუეტები, მრავალფეროვანი პალიტრა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების ნაზავი.

Matériel-ის მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები ალექსანდრე ახალკაციშვილისგან

ზოგადად, კოლექციებზე მუშაობისას ვცდილობ ხოლმე, ტენდენციებიდან აცდენილი ვიყო და კოლექცია განსხვავებული, საინტერესო ინსპირაციით და ხარისხით დავტვირთო. წელს „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე ჩემი ხელწერისთვის რადიკალურად განსხვავებული კოლექცია წარმოვადგინე — ამ სტილს ჩემგან არავინ ელოდა: კოსტიუმები შედარებით თამამი და ქალური იყო.