Matériel-ის მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები ალექსანდრე ახალკაციშვილისგან
- 29.12.2016
რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის და რომელი მათგანი შეინიშნება თქვენს კოლექციაში?
ალექსანდრე ახალკაციშვილი: 2017 წლის ტენდენციებში 70-იანების და 80-იანების სტილი დომინირებს: დახვეწილი, ქალური სილუეტები, მრავალფეროვანი პალიტრა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების ნაზავი.
ზოგადად, კოლექციებზე მუშაობისას ვცდილობ ხოლმე, ტენდენციებიდან აცდენილი ვიყო და კოლექცია განსხვავებული, საინტერესო ინსპირაციით და ხარისხით დავტვირთო. წელს „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე ჩემი ხელწერისთვის რადიკალურად განსხვავებული კოლექცია წარმოვადგინე — ამ სტილს ჩემგან არავინ ელოდა: კოსტიუმები შედარებით თამამი და ქალური იყო.
თემები: ქართული მოდის სახლების ტენდენციები, ტენდენციები ქართული მოდის სახლებისგან, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული მოდა, Georgian Fashion, Matériel by Aleksander Akhalkatsishvili, ალექსანდრე ახალკაციშვილი