LIFE

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

ზოგიერთ მშობელს სურს, რომ თავის შვილს იშვიათი და უცნაური სახელი დაარქვას. სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლება კი ცდილობს, რომ ბავშვები მშობლების უჩვეულო ფანტაზიებისგან დაიცვას და იხსნას ხშირ შემთხვევაში კოშმარული სახელებისგან.

ბევრ ქვეყანაში ბავშვისთვის სახელის დარქმევის დროს კანონის გათვალისწინებაა საჭირო. სწორედ კანონი არეგულირებს მას.

ვნახოთ უჩვეულო კანონები და უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყანაში კანონით იკრძალება.

1. საფრანგეთი - ბავშვისთვის სახელის დასარქმევად საფრანგეთში მშობელმა სასამართლოს უნდა მიმართოს. თუ სახელი ძალადობის, ბოროტების შემცველი შინაარსისაა, მოსამართლეს უფლება აქვს, მშობელს აუკრძალოს შვილისთვის მისი დარქმევა.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

საფრანგეთში აკრძალულია შვილისთვის შემდეგი სახელების დარქმევა - ნუტელა, მარწყვი, მინი კუპერი, პრინცი უილიამი.

2. საუდის არაბეთი - აქ კანონი ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას კრძალავს, ასევე იკრძალება ისეთი სახელების დარქმევა, რომელიც ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს და ტრადიციებს.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

ასევე, აკრძალული სახელებია ლინდა, ანგელა, მაია, დედოფალი, ელისი და ბენი.

3. ისლანდია - ამ ქვეყანაში აქვთ სახელების სპეციალური წიგნი და სწორედ ამ წიგნიდან უნდა შეურჩიონ სახელი მშობლებმა შვილს. თუ მშობელს ისეთი სახელის დარქმევა სურს შვილისთვის, რომელიც ამ სიაში არ არის, არსებობს სპეციალური კომიტეტი, რომელმაც ნება უნდა დართოს მშობელს ამ სახელის დარქმევის. სახელის შერჩევისას მშობელმა გრამატიკისა და წერის ნორმები უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, თუ სახელი შეიცავს Q და W ბგერებს, მისი დარქმევა იგრძალება, რადგანაც მათ ანბანში ეს ასოები არ არის.

კონკრეტულ სახელებზე თუ ვისაუბრებთ, ისლანდიაში იკრძალება შვილისთვის შემდეგი სახელების დარქმევა - ჰარიეტი, დუნკანი, ზოე, ენრიკე და ლუდვიგი.

4. პორტუგალია - ბავშვის სახელი პორტუგალიელების ტრადიციებს უნდა შეესაბამებოდეს. მათ აქვთ სახელების სპეციალური სია და სწორედ ამ სიიდან უნდა შეარჩიონ მშობლებმა შვილისთვის სახელი.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

პორტუგალიაში იკრძალება ბავშვისთვის ნირვანას, ვიკინგის, ჯიმისა და რიჰანას დარქმევა.

5. გერმანია - გერმანიაში ბავშვს სახელი რომ დაარქვას, პირველ რიგში, მშობელმა სახელი სპეციალურ ორგანიზაციას უნდა შეუთანხმოს, რომელიც გასცემს სახელის დარქმევაზე ნებართვას. აკრძალულია იმ სახელების დარქმევა, რომელიც უარყოფითი კონტექსტის მატარებელია და ამავდროულად, მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელით სქესის განსაზღვრა იყოს შესაძლებელია. ბავშვს გერმანიაში ვერ დაარქმევთ საკვების სახელს.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

გერმანიაში აკრძალულია ბავშვისთვის შემდეგი სახელების დარქმევა - ადოლფ ჰიტლერი, უსამა ბინ ლადენი და გრამაფონი.

6. დანია - დანიაშიც სპეციალური წიგნი აქვთ, სადაც შვილისთვის სახელის შერჩევაა შესაძლებელი. წიგნში ქალის 18 000 და მამაკაცის 15 000 სახელია. თუ რაიმე სხვა სახელის დარქმევა სურს მშობელს, მან ნებართვა სპეციალური ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს.

დანიაში აკრძალურლი სახელებია პლუტონი, კამილა, ეშლი და ჯეიკობი.

7. მალაიზია - მალაიზიაში აკრძალულია ბავშვისთვის ციფრების, ბოსტნეულის, ხილის სახელების დარქმევა, ასევე აკრძალულია სალანძღავი შინაარსის სიტყვების დარქმევა,

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

მალაიზიაში აკრძალული სახელებია ჰიტლერი, ჯეიმს ბონდი და სტინკი.

8. შვედეთი - შვედეთში მშობელს არ აქვს უფლება რომ შვილს ერთასოიანი სახელი დაარქვას.

ასევე, აკრძალული სახელებია ელქსისი, ალაჰ აკბარ, კილიან.

9. შვეიცარია - შვეიცარიაში გერმანიის მსგავსად სპეციალური ორგანიზაციის თანხმობაა საჭირო ბავშვისთვის სახელის დასარქმევად. აკრძალულია გვარის დარქმევა სახელად, ასევე ბრენდების და გეოგრაფიული ადგილების სახელების დარქმევა. აქ ბიჭს გოგოს სახელს ვერ დაარქმევთ და პირიქით.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

შვეიცარიაში აკრძალული სახელებია იუდა, ბრუკლინი, შანელი, მერსედესი, პერისი.

10. დიდი ბრიტანეთი - ბრიტანეთში სპეციალური კანონი არ არსებობს, რომელიც გააკონტროლებს სახელების დარქმევას, მაგრამ, როგორც წესი, აქ არ არქმევენ ციფრების სახელწოდებებს, სალანძღავ სიტყვებს და ისეთ სახელებს, რომელთა წარმოთქმაც რთულია.

11. ახალი ზელანდია - აქ აკრძალულია სახელის დარქმევა, რომელიც 100 ასო-ბგერაზე მეტს შეიცავს, ასევე იკრძალება ბრენდების სახელების დარქმევა.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

ახალ ზელანდიაში ბავშვს ვერ დაარქმევთ შემდეგ სახელებს - მსუქანი ბიჭი, ლუციფერი, იესო ქრისტე, წმინდა, მაქსიმუსი, უშიშარი მაფია.

12. ჩინეთი - ადრე ჩინეთში იკრძალებოდა ბავშვისთვის იმპერატორის სახელის დარქმევა, თუმცა დღეს ეს აკრძალვა მოხსნილია.

13. მექსიკა - მექსიკაში აკრძალულია ისეთი სახელების დარქმევა, რომელმაც შეიძლება ბავშვს ზრდასრულ ასაკში პრობლემები შეუქმნას.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

ამ ქვეყანაში აკრძალული სახელებია - ჰერმიონე, ბურგერების მეფე, რობოკოპი, ტვიტერი, შობა, იმეილი, ლედი დი, პოკაჰონტასი, ბროკოლი.

14. მაროკო - მაროკოში უცხოური სახელების დარქმევა იკრძალება, მაგრამ გამოსავალი არსებობს - თუ უცხოურ სახელს მაროკოს წერის პრინციპებით დაწერთ. მაგალითად, აკრძალულია sarah-ს დარქმევა, მაგრამ მაროკოელ მშობელს sara-ს დარქმევა შეუძლია.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

15. რუსეთი - რუსეთში აკრძალულია ბავშვებისთვის ციფრების, რაიმე სიმბოლოების სახელების დარქმევა.

16. ავსტრალია - ამ ქვეყანაში აკრძალულია ბავშვისთვის შემდეგი სახელების დარქმევა - ლოლ (LOL), აიმაკი, იესო ქრისტე, მარიხუანა, ავსტრალია, ღმერთი.

ლუციფერი, მაფია, მინი კუპერი - ყველაზე უჩვეულო სახელები, რომელთა დარქმევაც სხვადასხვა ქვეყნებში კანონით აკრძალეს

თქვენ რომელი სახელის დარქმევას აკრძალავდით ჩვენ ქვეყანაში?



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>