მშობლები

ბავშვები სპორტსმენებზე უფრო ენერგიულები არიან - მეცნიერული დასკვნა

ბავშვები სპორტსმენებზე უფრო ენერგიულები არიან - მეცნიერული დასკვნა

საიდუმლო არ არის, რომ ბავშვებში უშრეტი ენერგიაა, რომელიც ხანდახან მშობლისთვის დიდი თავსატეხი ხდება. ალბათ, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვირჩევენ შვილის გაჩენას ადრეულ ასაკში - ამ დროს გვაქვს ძალა, რომ ბავშვის ენერგიას გავუმკლავდეთ და მასზე სათანადო მეთვალყურეობის გაწევა შევძლოთ.

მეცნიერები ცდილობენ ამოხსნან ბავშვების ასეთი ძალის, აქტიურობის, ენერგიულობის საიდუმლო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარებულა. ერთ-ერთმა ახალმაკვლევამ კი მეცნიერები საინტერესო, უცნაურ და ცოტა შოკისმომგვრელ დასკვნამდეც კი მიიყვანა - ბავშვები სპორტსმენებზე გაცილებით უფრო ენერგიულები არიან, ამბობენ მკვლევარები.

ბავშვები სპორტსმენებზე უფრო ენერგიულები არიან - მეცნიერული დასკვნა

თუ თქვენ ოდესმე მარათონში მიგიღიათ მონაწილეობა, ან ბოქსზე დადიოდით, ან თუნდაც სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ რამხელა ენერგიას მოითხოვს სპორტი. სპორტსმენები კი ყოველივეს თანდათან, ეტაპობრივი ვარჯიშის შედეგად გამოიმუშავებენ. შესაბამისად, შესაძლოა, კვლევის შედეგი აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის.

დაფიქრდით, თქვენი პატარები მთელი დღე გაუჩერებლად დარბიან იქით-აქეთ, აკეთებენ სწრაფ მოძრაობებს, არ ჩერდებიან და მთელი დღე ინარჩუნებენ ენერგიულობას და მათი ენერგიულობის ყველაზე წარმატებულ და ძლიერ სპორტსმენსაც კი შეშურდება.

ბავშვები სპორტსმენებზე უფრო ენერგიულები არიან - მეცნიერული დასკვნა

2018 წლის კვლევის თანახმად, ბავშვები ენერგიას, რომელსაც ხარჯავენ, სწრაფადვე აღიდგენენ. მოზარდის ორგანიზმი ზრდასრული ადმაიანის ორგანიზმთან შედარებით უფრო სწრაფად აღიდგენს ძალებს.

კვლევის ფარგლებში, მკვლევარებმა გამოსცადეს ბავშვებისა და სპორტსმენების ფიზიკური უნარები და ისინი ერთმანეთს შეადარეს და შედეგმა ყველა გააკვირვა, რადგანაც ბავშვებმა უფრო მეტი ენერგიულობა აჩვენეს სპორტსმენებზე.

ბავშვები სპორტსმენებზე უფრო ენერგიულები არიან - მეცნიერული დასკვნა

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველივემ მშობელს არ უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ბავშვს დიდებისთვის განკუთვნილი ფიზიკური ვარჯიშები გააკეთებინოს, რადგანაც ამან შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიგიყვანოთ. გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და აცადოთ თქვენს პატარებს ენერგიის დახარჯვა ისე, როგორც თვითონ შეუძლიათ, რადგანაც ეს მათი სრულყოფილად განვითარებისთვის აუცილებელია.



<a href="https://www.moms.com">https://www.moms.com</a>