კიტ-კეტით ინსპირირებული თვალის ჩრდილი, რომლის შეჭმაც მოგინდებათ
- 06.02.2019
სილამაზის ბრენდები ცდილობენ უფრო მეტი ორიგინალურობა გამოიჩინონ და ამით მომხმარებელთა ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიპყრონ. უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით გამოსდით.
ამჯერად, ქალების გაკვირვება, აღფრთოვანება და დიდი ყურადღება დაიმსახურა ბრენდმა - Etude House, რომელმაცმომხმარებელს თვალის ჩრდილი უჩვეულო შეფუთვით შესთავაზა.
ბრენდმა ფერთა ორი ახალი პალეტი გამოუშვა, რომელიც ძალიან ჰგავს კიტ-კეტის შოკოლადის ფილებს. იმდენად, რომ ერთი შეხედვით რთულია მიხვდეთ, რომ სინამდვილეში ხელში არა შოკოლადი, არამედ თვალის ჩრდილები გაქვთ.
სულ ორი პროდუქტი გამოუშვეს - ერთი წითელ, მეორე კი ვარდისფერ შეფუთვაშია. წითელი შეიცავს ექვს თბილ და ნეიტრალურ ჩრდილს, ხოლო მეორე, ვარდისფერი ვერსია შედგება ექვსი შედარებით მკვეთრი ფერისგან.
მთავარი, რაც ამ ორ პროდუქტს საერთო აქვს, ის არის, რომ მისი შეფუთვა კიტ-კეტის შოკოლადითაა ინსპირირებული. ბრენდის ვებ გვერდზე პროდუქტი 24 დოლარად იყიდება.
„ეტიუდ ჰაუსმა“ ახალი კოსმეტიკური საშუალებები კიტ კეტთან კოლაბორაციის შედეგად გამოუშვა.
ახალ თვალის ჩრდილთა ფერთა გამებიდან ერთს „ორიგინალი“, ხოლო მეორეს, „მარწყვის ტირამისუ“ ჰქვია. პროდუქტი კიტ-კეტის პრინტით ხავერდოვან ჩანთებშია მოთავსებული.
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში
<a href="https://www.thisisinsider.com">https://www.thisisinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია