2018 წლის 8 საუკეთესო მსახიობი ქალი ჟურნალ The New York Times-ის ვერსიით
- 08.02.2019
1. გლენ კლოუზი - „მეუღლე“
ამერიკელი მსახიობი გლენ კლოუზი „ოსკარის“ პრემიის 6 გზის ნომინანტია, მაგრამ ჯილდო არასოდეს მიუღია. დრამატულ ფილმში „მეუღლე“ გლენი სამსახიობო ნიჭის სრულ მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. ის თამაშობს მწერლის მეუღლეს, რომელიც ცნობილ ქმარს ყველა რომანს თავად უწერს, თუმცა იძულებულია დამალოს ეს.
2. ტონი კოლეტი - „რეინკარნაცია“
ფილმ „რეინკარნაციას“ ახალ შედევრს უწოდებენ ტონი კოლეტის უბადლო თამაშის დამსახურებით. ის თამაშობს ქალს სახელად ენი, რომელსაც დედა უკვდება. დედის გარდაცვალების შემდეგ მთავარი გმირის ოჯახში უჩვეულო მოვლენები ხდება: აგრესიის შეტევები, არაკონტროლირებადი სისასტიკე და საშინელი ხილვები. რაში მდგომარეობს საშინელი მოვლენების ნამდვილი მიზეზი, ამის გარკვევა ტონი კოლეტის პერსონაჟს მოუწევს.
3. ჯულია რობერტსი - „დაიბრუნო ბენი“
დრამაში „დაიბრუნო ბენი“ ჯულია რობერტსი მისთვის სრულიად არატიპიურ როლში წარსდგა. მსახიობი თამაშობს დედას, რომელთანაც შობის წინა დღეს მოულოდნელად ბრუნდება ვაჟი. ბიჭი სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოიქცევა, სადაც ნარკოტიკისგან თავის დახსნას ცდილობდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა და ის კვლავ ეხვევა უსიამოვნებებში. ფილმი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლია დედას საკუთარი შვილის გადასარჩენად.
4. ელსი ფიშერი - „მერვე კლასი“
ელსი ფიშერმა იმით გაითქვა სახელი, რომ აგნესის გმირს მულტფილმში „საძაგელი მე“ ახმოვანებდა. ფილმში „მერვე კლასი“ ნორჩი მსახიობის დებიუტი მთავარ როლში შედგა. ის თამაშობს დაკომპლექსებულ მოზარდ კეილის, რომელიც საკუთარ YouTube-არხს ქმნის, სადაც მსჯელობს და რჩევებს აძლევს ადამიანებს, როგორ უნდა მოიპოვონ საკუთარი თავის რწმენა.
5. იალიცა აპარისიო - „რომი“
სახელგანთქმული კინორეჟისორის ალფონს კუარონის სურათმა „რომი“ უკვე მიიღო მთავარი პრემია ვენეციის კინოფესტივალზე და ნომინირებულ იქნა „ოსკარზე“ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“. უნიკალური ის არის, რომ მთავარი როლი მიანიჭეს იალიცა აპარისიოს, რომელიც მანამდე არ თამაშობდა ფილმებში. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ გამოუცდელმა ქალმა ბრწყინვალე სამსახიობო კლასი აჩვენა. შავ-თეთრი დრამა მოგვითხრობს მოვლენებზე მეხიკოში, როცა ჯარისკაცები სტუდენტებს ხვრეტდნენ, სიუჟეტის ცენტრში კი - საშუალო კლასის ჩვეულებრივი ოჯახია.
6. ემა სტოუნი, ოლივია კოლმანი, რეიჩელ უაისი - „ფავორიტი“
ფილმი „ფავორიტი“ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმი გახდა შარშან: ის ნომინირებულია „ოსკარზე“ 10 კატეგორიაში, თანაც რად ღირს ჯერ მხოლოდ სამსახიობო შემადგენლობა - ერთბაშად 3 ოსკაროსანი მსახიობი: რეიჩელ უაისი, ემა სტოუნი და ოლივია კოლმანი. ფილმი მოგვითხრობს ინგლისის დედოფალ ანაზე და მის ურთიერთობებზე ორ მოსამსახურესთან.
თემები: კინო, ქალები, ფილმები, მსახიობები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია