14 თებერვალი ახლოვდება და გასაკვირიც არ არის, რომ კითხვა — „ვინ არის შენი ქრაში?“ ყველაზე აქტუალურია, ყველაზე მოთხოვნადი ფერი კი — ვარდისფერი, სიყვარულის ფერი. გოგონები განსაკუთრებულად ვცდილობთ, ამ დღეს განუმეორებლად გამოვიყურებოდეთ და, რაღათქმაუნდა, განსაკუთრებული სურნელიც გვქონდეს.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ სასტუმრო MOXY-ში სპეციალურად ვალენტინობისთვის ვარდისფერი პრეზენტაცია გამართა: განსაკუთრებულ სტუმრებს Givenchy-ს 2019 წლის სიახლეები გააცნეს, მათ შორის — ახალი არომატი Live Irresistible Rosy Crush-ი.

Live Irresistible Rosy Crush-ის პერსონაჟი მომაჯადოებელი ქალბატონია, რომლის მიზანია, მუდმივად სასურველ ქალად დარჩეს. Live Irresistible Rosy Crush-ი თვალებგაბრწყინებული იმ მიმზიდველი გოგონას იმიჯის სრულყოფილი დანამატია, რომელიც ყველაზე ხალხმრავალ ადგილებშიც კი არავის რჩება შეუმჩნეველი.

სუნამოს შემადგენლობა მთლიანად აფროდოზიაკური მოქმედების ინგრედიენტებია: ვარდის, პიონის, პაჩულის, მუშკის, კენკრის და ამბროქსანის ნაზავი.

„ჩვენ გვჯერა ვარდისფერის!“ — აცხადებენ Givenchy-ს წარმომადგენლები: „ის წარმოუდგენელი ძალისა და მუხტის მატარებელი, ქალური ფერია, რომელსაც ყველაზე ლამაზი ქალბატონი ირგებს.“

Trend-ი გირჩევს: შეიარე „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში, გაეცანი Live Irresistible Rosy Crush-ის არომატს და დაიბედე რომანტიკული თავგადასავლები ვალენტინობის დღეს!