ადამიანებს უკვე დიდი ხანია რაც აღარ გვჯერა რეკლამების, რომელიც სასწაულმოქმედ ეფექტს გვპირდება. ვიცით, რომ სიტყვაზე „ანტიეიჯი“, ამერიკაში უკვე მორატორიუმია გამოცხადებული და არაფერს არ ნიშნავს: ახალგაზრდობა თავიდან არ მოვა, სამაგიეროდ შეგიძლიათ გავიუმჯობესოთ კანის ხარისხი - ყველაფერი ხომ ჩვენს ხელშია!

ლტოლვა ცოდნისკენ

იდეალური კრემის ან შრატის ძიებისას გოგონები ბრენდებს ჩვენი ცოდნა აიძულებთ „რეტინოლი“, „ვიტამინი C“, „ჰიალურონის მჟავა“ და ამა თუ იმ ინგრედიენტის შემადგენლობის პროცენტიც კი მიუთითონ.

ინგლისში, ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა The Ordinary-ის ფირმის საშუალებები მჟავებით, რეტინოიდებითა და ანტიოქსიდანტებით (საკმაოდ მიმზიდველი ფასად) რეკორდებს ხსნიან: ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირდაპირი გაყიდვების წილი 1250 %-ით გაიზარდა, მაღაზიებში კი - 1000 %-ით! ნადირობენ არა მხოლოდ ახალ მარკებზე, არამედ კოსმეტიკურ ინგრედიენტებზეც.

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი პეპტიდი TT-2, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს უჯრედულ დონეზე - რომელსაც უკვე შეიცავს ზოგიერთი იაპონურ საშუალებები. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც იძენს პოპულარობას, - რესვერატროლია. შინაგანი გამოყენებისთვის ამ ანტიოქსიდანტს დიდი ხანია იღებენ, იმისათვის კი, რომ ჩართონ ის კრემის შემადგენლობაში.

წარმატების ფორმულა

კარგი ინგრედიენტის არსებობა კრემში სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოუხდება თქვენ კანს. ფორმულა მნიშვნელოვანია მთლიანობაში. და ახლა ის უნდა იყოს მულტიფუნქციონალური. თანამედროვე კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ანტიოქსიდანტები, რომლებიც იცავენ მავნე გარე ზემოქმედებისგან, ლიპოპეპტიდები და ლიპოპროტეინები, რომლებიც აღადგენენ წყალ-ლიპიდურ ბარიერს და აამუშავებენ გაახალგაზრდავების პროცესს.

5 მთავარი ინგრედიენტი, რომელთა შესახებ ყველა ლაპარაკობს!

სპილენძი

დიახ, არ მოგესმათ. სპილენძის პეპტიდი GHK-CU აღადგენს და ჭიმავს კანს, ხდის მას უფრო მკვრივს, ებრძვის კოლაგენის დაკარგვას, იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და ასწორებს იარებსა და პოსტაკნეს კვალს.

ფულვის მჟავა

უკვე დიდი ხნის ცნობილია ავსტრალიასა და ჩინეთში, ის ახლა იწყებს მსოფლიო ბაზრის დაპყრობას. ეს არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის ნაოჭებსა და სიმკვრივის დაკარგვას, ასევე ისეთ პრობლემებს, როგორიც არის აკნე, ეგზემა და ფსორიაზი.

აზელაინის მჟავა

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და ახშობს მელანინის გამომუშავებას. გარდა ამისა, აზელაინის მჟავა ხელს უშლის ბაქტერიების გაჩენას, რომლებიც იწვევენ გამონაყარს.

საფუარის ექსტრაქტი

ბეტა-გლუკანის წყარო - ეს ინგრედიენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება იაპონურ კოსმეტიკაში, ხდის კანს უფრო რბილს და დატენიანებულს, ასევე მას გააჩნია მათეთრებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ნიაცინამიდი

იგივე ვიტამინი B3. ამცირებს გაღიზიანებას, აუმჯობესებს ელასტიურობას, აღადგენს ჰიდრობალანსს, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას.