LIFE

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

ფული ყველას გვჭირდება, გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სასურველი, საოცნებო ცხოვრებით. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს არ შეუძლია ბალანსის დაცვა და მისი სწორად გადანაწილება, როს გამოც, პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. ხშირად გამოვიმუშავებთ ბევრ ფულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმარისი რაოდენობა არასოდეს გვაქვს, არასოდეს გვყოფნის. ყოველივე არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

ვნახოთ 9 მთავარი წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები ფულის განკარგვისას იყენებენ.

1. გინდა, თუ გჭირდება?

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

დაუსვი საკუთარ ეს კითხვა რაიმე ნივთის შეძენისას - მართლა გჭირდება ეს ნივთი, თუ უბრალოდ გინდა? იყიდე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გჭირდება. ეს ის წესია, რომელსაც მილიონერები არასოდეს ღალატობენ. 

2. გადაიხადე ნაღდი ფულით

თუ ფული სტრატეგიულად გსურთ დახარჯოთ, თავი აარიდეთ ბარათით გადახდას. ბარათით გადახდის დროს ადამიანები, როგორც წესი, ვერ აკონტროლებენ ბიუჯეტს. მდიდრები ყოველთვის ნაღდი ფულით გადახდას ამჯობინებენ.

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

3. განსაზღვრეთ რა თანხა გჭირდებათ პირადი ხარჯებისთვის

პირადი საქმეებისთვის დასახარჯი ფული ცალკე შეინახეთ და ყოველ დღე დაამატეთ მას რაღაც თანხა. თვის ბოლოს კი, მნიშვნელოვანი დანაზოგი გექნებათ.

4. ფული ისეთ საქმეში დახარჯეთ, რაც მომგებიანია თქვენთვის

მაგალითად, ნუ იყიდით კაბას, რომელსაც სამსახურში ვერასოდეს ჩაიცვამთ, სჯობს არჩევანი ისეთ სამოსზე შეაჩეროთ, რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ.

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

5. ფული დახარჯეთ ისეთ რაღაცებში, რაც დროს დაგაზოგინებთ

დრო უმნიშვნელოვანესია და ისეთივე მენეჯმენტი სჭირდება, როგორც ფულის ხარჯვას. ნუ იყიდით ნივთებს, რაც დროს დაგახარჯვინებთ, დროს, რომელიც შეგეძლოთ დამატებით ფულის გამოსამუშავებლად გამოგეყენებინათ. მაგალითად, უმჯობესია, უყიდოთ შვილს აწყობილი, მზა სათამაშო, ვიდრე ასაწყობი და მთელი დღე მისთვის ფორმის მიცემაში გაატაროთ.

6. აქციე ფული სიამოვნების მიღების საშუალებად და ნუ მოახმარ მთელ თანხას მდიდრულ ნივთებს

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

 მდიდარი ადამიანები მარტივად ცხოვრობენ და სულაც არ სურთ მდიდრული სამოსით, მდიდრული ნივთებით სხვებს თავიანთი სიმდიდრე აჩვენონ. ისინი ცდილობენ ფული საინტერესო გამოცდილების მიღებაში დახარჯონ. მათთვის პრიორიტეტია საინტერესო ცხოვრება, თავგადასავლების ძიება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ისინი ფულს მდიდრულ ნივთებში არ ხარჯავენ.

7. პირველ რიგში გადასახადები, შემდეგ დასვენება, გართობა, საყიდლებზე წასვლა და ა.შ

გასაგებია, რომ გადასახადებში ფულის გადახდა არაა სასიამოვნო და გირჩევნიათ, რომ ეს ფული სამოსში, ან სხვა რამეში დახარჯოთ, მაგრამ ეს არასწორი მენეჯმენტია. ვერავინ ძლებს შუქის, ინტერნეტის, გათბობის გარეშე. უნდა იცოდეთ, რა არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით განკარგოთ ფული.

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

8. საყიდლებზე იარეთ მხოლოდ ფასდაკლებების დროს

ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი ფასდაკლებებს ელოდებიან. ვიცით, რომ შესაძლოა რომელიმე ძვირადღირებული ფეხსაცმელი ძალიან მოგეწონათ, მაგრამ ზუსტად იმავე ფეხსაცმელს გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდით ფასდაკლების დროს და ამით ფულს დაზოგავთ.

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ

9. ფული ისეთ რაღაცებში დახარჯეთ, რაც გაგაბედნიერებთ და თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

როცა 300 კაბა გაქვს და ისევ კაბას ყიდულობ, სისულელე და ფულის უაზროდ ფლანგვაა, სჯობს ეს ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოთ, რაც გაგაბედნიერებთ. მაგალითად, შეაგროვოთ თანხა და იყიდოთ ველოსიპედი, ან იაროთ სპორტდარბაზში.

ფულის დაზოგვის 9 წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>