რატომ ხიბლავთ კაცებს ასაკით უფროს ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობა? – 11 მიზეზი
- 18.02.2019
ვაღიაროთ, რომ როდესაც წყვილებზე ვსაუბრობთ, უმეტესი ჩვენგანი წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ ქალი კაცზე უმცროსია. წარსულში ისეთი წყვილი, რომელთა შორისაც მამაკაცი ქალზე უმცროსი იყო, საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ და განხილვისა და მსჯელობის საგანი ხდებოდა.
თანამედროვე ადამიანები განსხვავებულად აზროვნებენ, ბევრი რამ შეიცვალა, გადაფასდა შეხედულებები და ღირებულებები და მსგავსი ასაკობრივი სხვაობა აღარ ხდება კრიტიკის მიზეზი და სიყვარულის ხელის შემშლელი ფაქტორი.
ბევრი მამაკაცი იხიბლება და განსაკუთრებულ მიზიდულობას გრძნობს მასზე ასაკით უფროსი ქალის მიმართ. ვნახოთ 10 მიზეზი, რომელთა გამოც, კაცებს ასაკით უფროს ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობა ხიბლავთ.
1. უფროსმა ქალებმა იციან, რა სურთ სინამდვილეში - მათი შეხედულებები მკაფიო, ნათელი და ჩამოყალიბებულია. იციან თავიანთი მიზნების შესახებ და იციან, თუ როგორ მიაღწიონ მათ. არ სჩვევიათ ურთიერთობის დრამად გადაქცევა. გამოირჩევიან დიპლომატიით. სწორედ ამიტომ, კაცები იხიბლებიან უფროსი ქალებით და მიიჩნევენ, რომ მათ მყარი ურთერთობის აგება შეუძლიათ.
2. უფროსმა ქალმა გაცილებით უფრო მეტი იცის ცხოვრების შესახებ - მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის აქვს გამოცდილება სასიყვარულო ურთიერთობებშიც. ეს კი კაცს საშუალებას აძლევს საყვარელი ქალისგან უფრო მეტი ისწავლოს. ასეთი ქალი მამაკაცს სრულყოფილად ცხოვრების პერსპექტივას უჩენს. ის აჩვენებს საყვარელ კაცს, როგორ უნდა მიაღწიოს მიზნებს და ასწავლის, თუ როგორ გახდეს უფრო მოტივირებული.
3. უფროს ქალს შეუძლია, რომ კაცს ცხოვრება განსხვავებული თვალით და სულ სხვა პერსპექტივით აჩვენოს - ასაკით უფროსი ქალი კაცს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო კარგად გაუგოს საკუთარ თავს. მის გვერდით არ სჭირდება კაცს თამაში და შეუძლია იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
4. ასაკით უფროსი ქალი თავდაჯერებული და დამოუკიდებელია - ამ ქალმა იცის საკუთარი შესაძლებლობები და თავდაჯერებულია. მას არ სჭირდება, რომ ვინმეს რაიმე დაუმტკიცოს, აუხსნას,ან რაიმეზე ვინმეს თანხმობა მიიღოს. მისი თავდაჯერებულობა და ის, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, რამდენად ძლიერია, მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავთ.
5. ასაკით უფროსი ქალები უფრო მეტად მზრუნველები არიან - ამ ქალებს უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და იციან, როგორ იზრუნონ საყვარელ კაცზე ისე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ, არ გადააჭარბონ და მოსაწყენები არ გახდნენ.
6. ასაკით უფროსი ქალი კაცს მშვიდ ცხოვრებას სთავაზობს - ზოგიერთ კაცს სიმშვიდის პოვნა სურს და ისეთ ქალს ეძებს, რომელთან თანაცხოვრებაც მას სიმშვიდეს მოუტანს. ასაკით უფროს ქალთან ურთიერთობა კი სწორედ მშვიდად ცხოვრების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ იხიბლებიან კაცები უფროს ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობით.
7. ასაკით უფროსი ქალები ინტელექტუალები არიან და მათთან დიალოგი საინტერესოა - უფროს ქალებს აქვთ გამოცდილება, ბევრი რამ იციან და შესაბამისად საინტერესო თანამოსაუბრეები არიან. იმდენად, რომ შეუძლებელია მათ მიმართ გულგრილი დარჩეთ. მათ აქვთ საკუთარი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ჰმატებთ.
8. ისინი ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურები არიან - არ არის საიდუმლო ის, რომ მამაკაცებს ფინანსური სტაბილურობის განცდაც სურთ სასიყვარულო ურთიერთობაში. როგორც წესი, ასაკოვანი ქალები წარმატებული კარიერით და ფინანსური სტაბილურობით გამოირჩევიან. გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა და ფულს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხარჯავენ.
9. არანაირი ბავშვები - ეს შეიძლება მძიმედ და ცუდად ჟღერს, მაგრამ არიანკაცები, რომლებსაც არ სურთ ბავშვები და მამის პასუხისმგებლობის აღება, ბავშვზე მზრუნველობა. ასაკოვანი ქალების დიდ ნაწილს შვილები უკვე გაზრდილი ჰყავს და ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ფაქტი ამ კატეგორიის მამაკაცებს კომფორტს უქმნის.
10. დედობრივი ურთიერთობა - ზოგიერთი კაცი ეძებს ქალს, რომელიც მასზე დედასავით იზრუნებს, რომელსაც მენტალური და ემოციური თვალსაზრისით დედას დაუკავშირებს. სწორედ ამიტომ იხიბლებიან ისინი უფროსი ქალებით. ყოველივეს „დედიკოს სინდრომსაც“ უწოდებენ.
11. ასაკით უფროსი ქალი გემრიელ კერძებს ამზადებს - როგორც წესი, ეს ქალები სამზარეულოში შეუდარებლები არიან, რაც რეალურად კაცებს ყველაზე მეტად ხიბლავთ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>