კოცნა ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის - 10 მიზეზი, რატომ უნდა აკოცოთ პარტნიორს უფრო ხშირად
- 19.02.2019
კოცნა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამაა და გარდა სიამოვნების მიღებისა, კოცნის საშუალებით, ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ. დიახ, ის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ვნახოთ 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აკოცოთ პარტნიორს უფრო ხშირად.
1. კოცნის შედეგად წვავთ კალორიებს - კოცნის დროს წვავთ იმდენივე კალორიას, რამდენსაც ერთი კილომეტრის გარბენის დროს. ერთწუთიანი კოცნის დროს 2-დან 3 კალორიამდე იწვება.
2. კოცნა საყვარელ ადამიანთან კიდევ უფრო მეტად გვაკავშირებს და მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გვაგრძნობინებს - პროფესორი, მეცნიერი დოუნ მასლარი ამბობს, რომ კოცნის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, ოქსიტოცინი, რომელსაც სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ და სწორედ მისი დამსახურებით საყვარელი ადამიანისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ.
3. კოცნა წყვილს სექსისკენ უბიძგებს და სექსის ხარისხს აუმჯობესებს - კოცნასა და სექსს შორის დიდი კავშირია. კოცნა ადამიანს უფრო ვნებიანს ხდის და პარტნიორებს უფრო მეტად ანდომებთ ერთმანეთთან სექსს, რის გამოც სექსის ხარისხი უმჯობესდება.
4. კოცნა კურნავს დაავადებებს - კვლევის მიხედვით, კოცნა ამარცხებს სხვადასხვა ვირუსულ დაავადებებს და აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
5. კოცნას შეუძლია, რომ თქვენი შესაფერი პარტნიორი გაპოვნინოთ - და ეს სრული სიმართლეა. როცა ვინმეს კოცნით, სხეული იღებს ინფორმაციას პარტნიორის შესახებ და ინტუიციურად ხვდება, გაამართლებს თუ არა მასთან ქორწინება.
6. კოცნა ზრდის ბედნიერების ხარისხს - კოცნის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები, ენდორფინები, რომელიც უფრო ბედნიერ და პოზიტიურ ადამიანად გაქცევთ.
7. ქოლესტერინის დაბალი დონე - 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოცნა ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს აბალანსებს და ადამიანს სიჯანსაღეს უბრუნებს.
8. კოცნა გეხმარებათ სტრესის დაძლევაში - სტრესთან ბრძოლა ყველას გვიწევს, თუმცა საყვარელი ადამიანის კოცნას შეუძლია, რომ ყველაფერი დაგვავიწყოს, სტრესი დაგვაძლევინოს და რთული სიტუაციებისადმი უფრო გამძლე გაგვხადოს.
9. კოცნა ალერგიის დაძლევაშიც გეხმარებათ - ეს ალბათ ყველაზე უჩვეულოდ ჟღერს. რა შუაშია კოცნა და ალერგია ერთმანეთთან? 2003 წელს იაპონიაში ჩატარდა კვლევა. მისი მონაწილეები მყუდრო გარემოში, წყნარი მუსიკის ფონზე 30 წუთის განმავლობაში კოცნიდნენ ერთმანეთს. შედეგად, კვლევის მონაწილეებმა მცენარეებით, საკვებითა და მტვრით გამოწვეული ალერგია დაამარცხეს.
10. კოცნა გიბიძგებთ, რომ იყოთ მხიარულები და პოზიტიურ განწყობაზე - ურთიერთობების ექსპერტი, ჯინა ქლაუდი ამბობს, რომ კოცნა ადამიანებს თვითგამოხატვაში გვეხმარება და კარგ განწყობაზე გვაყენებს. ის, ვინც ხშირად კოცნის პარტნიორს ხშირადაა კარგ ხასიათზე.
ასე რომ, ხშირად აკოცეთ საყვარელ ადამიანს. ამისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია