გერმანელი მოდის დიზაინერი, „შანელის“ სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი, გუშინ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორშაბათს პარიზში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კარლ ლაგერფელდი დაიბადა ჰამბურგში. 1952 წელს კი, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
ლაგერფელდმა 1974 წელს შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, 9 წლის შემდეგ კი, „შანელის“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.
მისი კოლექციებით შთაგონებულები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ქალები, ის აცმევდა ვანესა პარადის, ტილდა სვინტონს, ლინდა ევანგელისტას, დაიან კრუგერს...
გთავაზობთ, ყველაზე გამორჩეულ ფოტოებს დიზაინერის ცხოვრებიდან, საზოგადოებისთვის ნაცნობ და უცნობ მუზებთან ერთად.
18. ინეს დე ლა ფრესანჟე და კარლ ლაგერფელდი
17. კლაუდია შიფერთან ერთად
16. ვანესა პარადისთან
15. კარლა ბრუნი 1989 წელს „შანელის“ ჩვენებაზე
14. კარლ ლაგერფელდი და "Chanel"-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი
13. დაიან კრუგერი დიზაინერთან ერთად
12. ლილი-როუზ დეპი და კარლ ლაგერფელდი
11. ლინდა ევანგელისტასთან
10. ჰელენ კრისტენსენი, 1993 წელი, შანელის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება
9. ჯერი ჰოლი, „შანელის“ ჩვენება, 1985 წელი
8. კრისტენ მაკმენამი, „შანელის“ ჩვენება, 1998 წელი
7. კაია გერბერი, „შანელის“ ჩვენება 2018 წელი
6. ტილდა სვინტონი და კარლ ლაგერფელდი
5. კირა ნაიტლი და კარლ ლაგერფელდი
4. სტელა ტენატი და კარლი
3. ამანდა ჰარლეჩი
2. კრისტენ სტიუარტი
1. კარლ ლაგერფელდი და კარა დელევინი
თემები: როგორ ჩავიცვათ, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები, დიზაინერი, 2019 წელი, კარლ ლაგერფელდი
<a href="https://www.vogue.fr">https://www.vogue.fr</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია