სტილი

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

მოდის სამყარო ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს დაემშვიდობა, დიზაინერს, რომელმაც „შანელისა“ და „ფენდისთვის“ იმუშავა და შეიძლება ვთქვათ, რომ ეპოქა შექმნა.

დიზაინერი პარიზში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვნახოთ 11 მთავარი რამ, რაც კარლ ლაგერფელდმა მოდის ინდუსტრიაში შეცვალა.


1. კარლ ლაგერფელდი მოდის ინდუსტრიაში 1954 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც დიზაინერების კონკურსში მოიპოვა გამარჯვება - ამ დროს 17 წლის იყო. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, პიერ ბალმანის ასისტენტად დაიწყო მუშაობა.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

2. მან დაამტკიცა, იმისთვის, რომ შექმნა მოდის ინდუსტრიაში საკუთარი სახელი, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო - ბალმანისთან მუშაობის შემდეგ ლაგერფელმა დიდი გამოცდილება მიიღო და მუშაობა დაიწყო Jean Patou-სთან.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

3. მას არ ეშინოდა, რომ მიეღო რადიკალური გადაწყვეტილებები, გაეწია რისკი და უარი ეთქვა წამყვან დიზაინერებთან მუშაობაზე, როცა ამის საჭიროებას გრძნობდა - 1962 წლიდან ის მუშაობდა ფრილანსერ დიზაინერად ვალენტინოსთვის, ქლოესთვის და სხვა დიზაინერებისთვის.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

4. კარლ ლაგერფილდს 1965 წლიდან უდიდესი გავლენა ჰქონდა „ფენდის“ მოდის სახლის მიერ შექმნილ სამოსზე - „ფენდიში“ მუშაობის პირველ წლებში კარლ ლაგერფელდი ბეწვის სამოსზე მუშაობდა. ის სიკვდილამდე „ფენდიში“ მუშაობდა ქალის ხაზის კრეატიულ დირექტორად.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

5. 1975 წელს ლაგერფელდი გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც შექმნა საკუთარი სუნამო ისე, რომ არ ჰქონდა სუნამოების კომპანია - ლაგერფელდმა შექმნა სუნამო იმ პერიოდში, როცა „ქლოესთვის“ მუშაობდა. სუნამოსაც „ქლოე“ დაარქვა და სუნამოს ტუბზე ასევე ეწერა, „Parfume Lagerfield”.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

6. კარლ ლაგერფელდის სახელი 1983 წელს „შანელის“ მოდის სახლს დაუკავშირდა - სწორედ მან იხსნა „შანელი“ ფინანსური კოლაფსისგან.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

7. დიზაინერის მისვლა „შანელში“ ახალი სისხლის გადასხმასავით იყო. „შანელის“ მოდერნიზება სწორედ კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

8. ლაგერფელდის სახელი ასევე დაუკავშირდა „შანელის“ სუნამოების ხაზსაც - დიზაინერი თავადაც აღნიშნავდა, რომ მან „შანელი“ გადაარჩინა. „მე მომაკვდავი ქალი გადავარჩინე“, - ამბობს ლაგერფელდი ერთ-ერთ ინტერვიუში „შანელზე“ საუბრისას.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

9. მონოგამიური დიზაინი, ყველაფრის ერთმანეთთან შეხამება, რომელიც „შანელმა“ შესთავაზა მომხმარებელს, სწორედ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება

10. ლაგერფელდი გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც ითანამშრომლა H&M-თან - დიზაინერისა და ბრენდის კოლაბორაცია 2004 წელს შედგა და ნამუშევრები გაყიდვაში გამოტანიდან წუთებში გაიყიდა. მომდევნო წლებში ლაგერფელდმა იმუშავა Moschino-სა და Balmain-თან.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება


11. ბევრი მოდელის წარმატებაში კარლ ლაგერფელდს დიდი წვლილი მიუძღვის - 80-იან წლებში ლაგერფელდი მუშაობდა ისეთ მოდელებთან, როგორებიცაა ლინდა ევანგელისტა და კლაუდია შიფერი და მათ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მომდევნო წლებშიც ის აგრძელებდა თავისი ფრთების ქვეშ მოდელების შეფარებას. კარლ ლაგერფელდს დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი მოდელების წარმატებაში, როგორებიცაა, კარა დელევინი და ბელა ჰადიდი.

11 მთავარი რამ მოდის ინდუსტრიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდის სახელს უკავშირდება



<a href="https://www.thisisinsider.com">https://www.thisisinsider.com</a>