1. ვერძი - მარტი სასიყვარულო ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ და თუ შეყვარებული არ ხართ, ნამდვილ სიყვარულს გაპოვნინებთ. იქნებით ფსიქოლოგიურად მდგრადები, რაც სტრესული სიტუაციების დამარცხებაში დაგეხმარებათ. პრობლემების მარტივად მოგვარებას შეძლებთ. გამოსავალს ყველა სიტუაციიდან ცხოვრება თავად გაპოვნინებთ დაწარმატების მომტან შესაძლებლობებს მოგიტანთ. მთავარია იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არ დაგეზაროთ შრომა, იყავით აქტიურები და წარმატება გარანტირებულია.

2. კურო - საყვარელ ადამიანებთან უფრო მეტ კავშირსა და სიახლოვეს იგრძნობთ. გირჩევთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ და უფრო მეტი რომანტიკა შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, აჩუქეთ რაიმე, თუნდაც მცირედი საჩუქარი თქვენს პარტნიორს. თუ ურთიერთობის განმტკიცებაზე არ იზრუნებთ, შესაძლოა, პრობლემებმა იჩინოს თავი. მოსალოდნელია მცირე ფინანსური პრობლემები, მაგრამ მარტის მიწურულს ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ.


3. ტყუპები - მარტში ბევრი წარმატება და ასევე წარუმატებლობა გელოდებათ. ცხოვრება თქვენგან რთული ამოცანების გადაჭრას მოითხოვს და საჭიროა, რომ ყველა პრობლემა მაქსიმალურად კრეატიული გზით გადაწყვიტოთ. მოიშველიეთ თქვენი ინტელექტი და ყველაფერი კარგად იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

4. კირჩხიბი - თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა გაწუხებთ, მარტში ყველაფერი მოგვარდება. იქნებით ფსიქოლოგიურად ჯანსაღები. პროფესიული თვალსაზრისითაც წარმატება გელოდებათ და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ შესაძლებლობებს მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ თქვათ უარი მათზე. დიდი შანსია იმისა, რომ ახალ სამსახურს დაიწყებთ, გაიზრდება თქვენი ხელფასი და შემოსავალი. ფინანსურად მარტი კირჩხიბებისთვის იდეალური თვე იქნება. გირჩევთ ფული არ გაასესხოთ. მარტში გასესხებულ ფულს, დიდი ალბათობით, ძნელად დაგიბრუნებენ, ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ.


5. ლომი - მარტის პირველი 12 დღე შედარებით რთული იქნება თქვენთვის. შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ და დეპრესიამ იჩინოს თავი. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და დაიტვირთეთ პოზიტიური ვიბრაციებით. ამ პერიოდში ბიზნესმენ ლომებს წარუმატებლობა ელით. შესაძლოა, დიდი ფინანსური დანაკარგის წინაშე აღმოჩნდეთ, ან ბიზნეს პარტნიორთან კონფლიქტი მოგივიდეთ. მარტი ლომებისთვის, ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, იდეალურია. ოჯახთან დიდ კავშირს იგრძნობთ და სწორედ ოჯახის წევრების მხარდაჭერა შეასრულებს დიდ როლს პრობლემების მოგვარების კუთხით.


6. ქალწული - მარტი საქმიანი კუთხით და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგიტანთ. გირჩევთ არ იფიქროთ ძალიან ბევრი და მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები, რადგანაც ამ თვეში გადადგმული სარისკო ნაბიჯები თქვენთვის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შეინარჩუნებთ სტაბილურობასა და ბალანსს.


7. სასწორი - მარტში გაგიჭირდებათ ბალანსის პოვნა და ამიტომაც, თავს იდეალურად ვერ გრძნობთ, მაგრამ არ მოიწყინოთ, საერთო ჯამში, ეს არ იქნება თქვენთვის ცუდი თვე. მონოტონურ ცხოვრებას თავგადასავლები შეცვლის. ვიცით, რომ არ გიყვართ თავგადასავლები, მაგრამ ეცადეთ ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ. წარმატებული იქნება მარტი მოდის სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. სხვა პროფესიის ადამიანებს რაც შეეხება, შესაძლოა, კარიერა საფრთხის წინაშე დადგეს და საჭიროა მახვილგონივრულობის გამოჩენა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გირჩევთ, რომ სპონტანურად არ მიიღოთ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება. პირად ცხოვრებაში მცირე კონფლიქტები და უსიამოვნებები გელოდებათ. მარტის მიწურულს ყველაფერი დალაგდება.


8. მორიელი - პირველ რიგში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც შესაძლოა სეზონურმა ინფექციებმა შეგაწუხოთ. ფინანსური თვალსაზრისით მარტი იქნება იდეალური თვე. გაგიჩნდებათ შემოსავლის რამდენიმე ახალი წყარო და შესაძლოა, ოცნების სახლიც კი იყიდოთ. წარმატებულები იქნებით როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. წინ საინტერესო და ბედნიერებით სავსე თვე გელოდებათ. ისღა დაგრჩენიათ, უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით.


9. მშვილდოსანი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტი თქვენთვის იდეალური თვე იქნება. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრებაში შესანიშნავი ეტაპი დაგიდგებათ. გაცილებით სასიამოვნო გახდება ოჯახური ურთიერთობები. ოჯახის წევრებთან კავშირი მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს. სასიყვარულო ურთიერთობა კი რომანტიკით იქნება სავსე და ამ კუთხით ელოდეთ ბევრ სასიამოვნო სიახლეს. მარტოხელა მშვილდებო, დიდია შანსი, რომ ნამდვილ სიყვარულს იპოვით. წარმატება გელოდებათ პროფესიული თვალსაზრისითაც. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ, ან ახალი, უკეთესი სამსახური დაიწყოთ. გირჩევთ თანხა დააბანდოთ უძრავ ქონებაში, იყიდოთ სახლი, ან მიწის ნაკვეთი. მარტი მშვილდებისთვის იდეალური თვეა.

10. თხის რქა - წარმატება გელოდებათ ბიზნესში, პროფესიულ დონეზე. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას, თუმცა კრიზისული პერიოდი გეწყებათ სასიყვარულო ურთიერთობაში. დიდია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის შანსი. თავს იჩენს გაუგებრობები და ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღოს. კარგი იქნება, თუ შეძლებთ და არ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რადგანაც რთული პერიოდი მარტის მიწურულს დასრულდება და მოსალოდნელია, რომ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის გამო ინანებთ.

11. მერწყული - მოემზადეთ, თქვენთვი ფანტასტიკური თვე იწყება, რომელიც ცხოვრების ყველა მიმართულებით ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. გაიზრდება თქვენი შემოსავალი და წარმატებები გელოდებათ პროფესიული თვალსაზრისით. სასიყვარულო ურთიერთობაში სტაბილურობაა მოსალოდნელი, რაც ფსიქოლოგიური კუთხითაც სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ და თუ ასე მოიქცევით, ეს აუცილებლად იქნება წარმატებული და მყარი ქორწინება.


12. თევზები - პირველ რიგში გჭირდებათ ფსიქოლოგიური მდგრადობა. იპოვეთ თავში ძალა იმისა, რომ სტრესული სიტუაციებისადმი იყოთ უფრო მდგრადი და გამძლე. პროფესიული თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. შეინარჩუნებთ სტაბილურობას. შესაძლოა მოგბეზრდათ ყოველდღიური რუტინა, მაგრამ გირჩევთ, რომ მარტში თავი აარიდოთ სპონტანური და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და მაქსიმალურად ეცადოთ ემოციების მართვას. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს. ეს პოზიტივით აგავსებთ და დადებითი ვიბრაციებით დაგმუხტავთ.