LIFE

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

როგორც წესი, სულელები საკუთარ კომპეტენციებს ზედმეტად თავდაჯერებულად აფასებენ, ჭკვიანები კი პირიქით – საკუთარ თავს სულელებად მიიჩნევენ. ეს მოსაზრება არც ჩვენი მოგონილია და არც სიახლეს წარმოადგენს, გახსოვს შექსპირის „როგორც გენებოთ“? ამ ფრაზას იქაც ამოიკითხავ.

კორნელის უნივერსიტეტში პროფესორებმა დავიდ დუნინგმა და ჯასტინ კრიუგერმა კვლევა ჩაატარეს და გარკვეული მონაცემები შეაგროვეს, რომლებიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს. მას მერე ამ ფენომენს „დუნინგ-კრიუგერის ეფექტს“ უწოდებენ. თუ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ხარ, დუნინგისა და კრიუგერის ინდიკატორებს გადახედე:

14. მუსიკაზე დადიოდი?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

აღმოჩნდა, რომ მუსიკა ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს:

4-დან 6 წლამდე ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვერბალური უნარების განვითარება ბავშვებში მხოლოდ 1-თვიანი მუსიკის გაკვეთილების შემდეგ დაიწყო.

 2004-ში კი გლენ შელენბერგმა 6 წლის ასაკის ბავშვების შესწავლა დაიწყო. ბავშვებს, რომლებიც 9 თვის განმავლობაში ფორტეპიანოს ან ვოკალის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, გონება იმათზე უფრო სწრაფად განუვითარდათ, ვინც დრამის კლასებში დადიოდნენ ან, საერთოდ, არც ერთ დამატებით მეცადინეობას არ ესწრებოდნენ. ამავდროულად, შელენბერგმა კვლევა 2013-შიც აწარმოა და დაადგინა, რომ მუსიკის გაკვეთილებს უმეტესად წარმატებული ბავშვები ესწრებოდნენ. ანუ რეალურად მუსიკალური განათლება მხოლოდ აძლიერებს იმ კოგნიტურ უნარებს, რაც ადამიანში ისედაც არსებობს.

13. და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი ხარ?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

უფროსი დები/ძმები ყოველთვის უფრო ჭკვიანები არიან. თუმცა, ეს ფაქტორი გენეტიკით არ არის გამოწვეული. ნორვეგიელმა ეპიდემიოლოგებმა 250 000 მამაკაცის სამხედრო მონაცემებზე დაყრდნობით, მათი დაბადების მიმდევრობა, ჯანმრთელობის სტატუსი და IQ მაჩვენებლები შეისწავლეს. ყველა ეს მამაკაცი 1967-1976 წლებში დაბადებული, ანუ 18-19 წლის იყო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოჯახის პირველი შვილების IQ, საშუალოდ, 103-ს აღწევდა, შემდეგი შვილის – 100-ს, ხოლო მესამე შვილის – 99-ს.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ოჯახის უფროსი შვილების მაღალი IQ მაჩვენებელი განპირობებულია არა გენეტიკური ფაქტორებით, არამედ მშობლებისა და შვილების ფსიქოლოგიური დამოკიდებულებით; ამ და სხვა მიზეზების გამო, პირველი შვილები ოდნავ მაინც წარმატებულები არიან უმცროს და-ძმებზე.

12. გამხდარი ხარ?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

2006 წელს მეცნიერებმა 2200 ზრდასრული ადამიანის კვლევა დაიწყეს, 5 წლის შემდეგ კი საინტერესო განცხადება გააკეთეს: რაც უფრო განიერია შენი წელი, მით უფრო სუსტი კოგნიტური შესაძლებლობები გაქვს!

 საინტერესო შედეგი მეორე კვლევამაც აჩვენა – 11 წლის ბავშვები, რომლებიც ვერბალურ და არავერბალურ ტესტებში ცუდ შედეგებს დებდნენ, 40 წლის ასაკში მეტად ჭარბწონიანები იყვნენ. ეს მოვლენა მეცნიერებმა იმ მიზეზით ახსნეს, რომ ჭკვიანმა ბავშვებმა მეტ წარმატებას მიაღწიეს და შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ცხოვრების ჯანსაღი წესი დაეცვათ. თუმცა კიდევ ერთი ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში დაბალი IQ სხეულის მასის ინდექსის (BMI) პირდაპირპროპორციულია, რასაც მკვლევრები, ამ შემთხვევაში, გარემოფაქტორებით ხსნიან.

11. კატა გყავს?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

2014 წელს კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ კოგნიტური უნარების ტესტში კატის პატრონებს ძაღლის პატრონებზე უკეთესი შედეგები ჰქონდათ, თანაც ნაკლებად უყვარდათ სახლიდან გასვლა.

10. დედის რძით გაიზარდე?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

დიახ, 2007 წლის კვლევა ამტკიცებს, რომ ძუძუს კვებაზე გაზრდილი ბავშვები უფრო ჭკვიანები გამოდიან.

 9. მიგიღია ოდესმე რეკრეაციული ნარკოტიკები (მარიხუანა, კოკაინი, მეტამფეტამინი)?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

1958 წელს დაბადებულ 6000 ბრიტანელზე ჩატარებულმა კვლევამ ბავშვობაში გამოვლენილ მაღალ IQ-სა და ზრდასრულობაში ნარკოტიკების მიღების ტენდენციას შორის საინტერესო კავშირი აღმოაჩინა: მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სხვა კვლევების შედეგებისგან განსხვავებით, ბავშვობაში გამოვლენილი მაღალი IQ ისეთი ქცევების შეძენას უწყობს ხელს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის პოტენციურად მავნებელია.

8. ცაცია ხარ?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ეს მტკიცებულება უფრო მეტად მამაკაცებს ეხება, თუმცა მეცნიერებმა ბოლომდე მაინც ვერ დაამტკიცეს, რატომაა კრიმინალების უმეტესობა ცაცია. ზოგი ამას ცაციების განსხვავებული აზროვნების უნარით და მეტად შემოქმედებითობით ხსნის: როგორც ჩანს, ისინი ახალ იდეებს უფრო სწრაფად ავითარებენ.

7. რეგულარულად მოიხმარ ალკოჰოლს?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ევოლუციურმა ფსიქოლოგმა სატოში კაზანოვამ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბრიტანელი და ამერიკელი მოსახლეობა, რომლებსაც ბავშვობაში მაღალი IQ ჰქონდათ, ზრდასრულობისას მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ.

6. ადრე ისწავლე კითხვა?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

იდენტურ ტყუპებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ საინტერესო შედეგი გამოავლინა: ტყუპისცალი, რომელიც კითხვას უფრო ადრე სწავლობდა, მომავალში უკეთესი კოგნიტური უნარებით გამოირჩეოდა.

5. ბევრს ნერვიულობ?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ინტელექტისა და ემოციურობის ურთიერთდამოკიდებულების გასაზომად ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციის შესახებ ბევრს ფიქრობენ და ღელავენ, ვერბალური ინტელექტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ნაკლებად ემოციურები კი – არავერბალური ინტელექტით.

4. იუმორის გრძნობა გაქვს?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 400 სტუდენტს სთხოვეს, გაზეთ „ნიუ-იორკერის“ ილუსტრაციებისთვის სათაურები მოეფიქრებინათ. აღმოჩნდა, რომ ჭკვიან სტუდენტებს იუმორის გრძნობაც უკეთესი ჰქონდათ.

3. სკოლის დამთავრებამდე სექსი არ გქონია?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

12,000 მოზარდზე ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ჭკვიან მოსწავლეებს სექსის გამოცდილება ჯერ არ ჰქონდათ და ნაკლები რომანტიკითაც გამოირჩეოდნენ. ამ ფენომენის ასახსნელად უამრავი მოსაზრება გამოითქვა: მაგალითად, ჭკვიან ადამიანებს სასურველი პარტნიორის პოვნა უფრო მეტად უჭირთ ან სქესობრივ ლტოლვას ნაკლებად განიცდიან.

2. ძილის უნარების მიხედვით „ბუ“ ხარ?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

დამტკიცდა, რომ ყველა დანარჩენ ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, „ბუები“ „ტოროლებს“ ინტელექტის მაღალი მაჩვენებლით სჯობნიან: ჩვენი წინაპარი პირველყოფილი ადამიანები ღამის აქტივობებით ნაკლებად კავდებოდნენ, ჭკვიანები კი ევოლუციას უფრო სწრაფად განიცდიან.

1. ხალხთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ გიტაცებს?

14 ნიშანი იმისა, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

როგორც წესი, თავს ბედნიერად მეგობრების გარემოცვაში ვგრძნობთ, თუმცა Business Insider-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჭკვიანი ადამიანები სოციალიზაციის საჭიროებას ნაკლებად განიცდიან. ასე რომ, თუ საკუთარი თავისთვის მუდმივად დროის გამონახვასა და კომფორტის ზონის შენარჩუნებას ცდილობ, შენ სხვებზე ჭკვიანი ხარ.



<a href="http://www.iflscience.com/brain/19-signs-youre-intelligent-even-if-doesnt-feel-like-it/all/">http://www.iflscience.com</a>