ათასჯერ დასმული კითხვის ათასჯერ გაგონილი ათასი პასუხი არსებობს. დამეთანხმებით, მრავალნაირად შეიძლება ქალის შეფასება, რომელიც მოგწონს და, ასევე, არაერთი ნიშნით. ქალი შეიძლება იყოს შავგვრემანი, ქერა, წითური, სექსუალური, სავსე, გამხდარი, ჭკვიანი, ნაზი, მზრუნველი, უხეში და ა.შ. ამ სიას რომ გავყვეთ, საკმაოდ ვრცელი და უსასრულო გამოგვივა.
თუმცა, საინტერესო და აღნიშვნის ღირსია ამერიკაში ჩატარებული უახლესი კვლევა, რომელმაც გასაოცარი შედეგები აჩვენა.
რამდენჯერ მოგვისმენია მოსაზრება, რომ მამაკაცებს ჭკვიანი, წარმატებული ქალების ეშინიათ? საკმაოდ ბევრჯერ.
კვლევა, რომელიც უკვე ვახსენე, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. მასში მონაწილე მარტოხელა მამაკაცების 87%, როგორც აღმოჩნდა, უპირატესობას ინტელექტუალ და განათლებულ ქალებს ანიჭებს. ასევე, მარტოხელა მამაკაცები აღნიშნავენ, რომ სიამოვნებით გამოიყენებდნენ ასეთ ქალებთან ურთიერთობის შანსს.
ამავე რაოდენობის ახალგაზრდა მამაკაცების თქმით, მათ ყურადღებას ისეთი ქალები იქცევენ, რომლებიც მეტს გამოიმუშავებენ და ამ ფაქტს სულაც არ უშინდებიან ურთიერთობისას.
მამაკაცების 44%, რომლებიც ერთხელ მაინც იმყოფებოდნენ ქორწინებაში, აღნიშნავს, რომ მათთვის მიმზიდველია ქალი, რომელიც პროფესიულად აქტიური და კარიერაში წარმატებულია.
კვლევაში ჩართული საშუალო ასაკის მამაკაცების 86% კი ქალში დავდაჯერებულობასა და დისციპლინირებულობას აფასებს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ წინა წლებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით მსგავსი შეხედულების მქონე მამაკაცთა რიცხვმა საკმაოდ მოიმატა, თუმცა იმასაც ადასტურებენ, რომ მამაკაცების ყველაზე დიდმა რაოდენობამ, 90%-მა უპირატესობა ისეთ ქალებს მიანიჭა, რომლებიც ნებისმიერ ქმედებას მათთან შეთანხმებით განახორციელებენ.
თუ კვლევას დავუჯერებთ, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ძალიან მოკლე დროში მითად და ლეგენდად დარჩება ის მოსაზრება, რომ მამაკაცებს სუსტი და სულელი ქალები მოსწონთ. ასევე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია.
„ყველას ჰგონია, რომ გოგონებს აუცილებლად უნდა უყვარდეთ მძინარე მზეთუნახავი, მაგრამ რატომ უნდა მოგინდეს სუსტი და ბედისწერას მინდობილი პრინცესას ადგილას ყოფნა, როცა შეგიძლია, ალადინსა და მის თაბრუდამხვევ თავგადასავლებზე იოცნებო?“
არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის თვალები, რა სიგრძის ფეხები და როგორი სახის ნაკვთები აქვს ქალს. ადამიანები ვიზუალით მხოლოდ გვიმახსოვრებენ, ურთიერთობა კი საინტერესო მხოლოდ პიროვნული ინდივიდუალურობის წყალობით ხდება. იყავი ის, რაც ხარ, გიყვარდეს საკუთარი თავი და სიყვარული აუცილებლად მოვა!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი
<a href="http://bit.ly/2hGXaxx">http://bit.ly/2hGXaxx</a>