აბრეშუმის საგაზაფხულო კაბები - 10 ყველაზე ტრენდული და რომანტიკული გადაწყვეტილება
- 09.03.2019
გაზაფხულისთვის სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია. გარდერობს განახლება და ბევრი ახალი, მხიარული ფერის შემატება სჭირდება. გაზაფხულს ყველაზე მეტად აბრეშუმის ჰაეროვანი კაბები უხდება, რომელიც ვიზუალს ქალურ და რომანტიკულ ელფერს აძლევს.
ვნახოთ ყველაზე ტრენდული საგაზაფხულო კაბების კოლექცია.
1. მუქი ლურჯი და გრძელი აბრეშუმის კაბა თეთრი კოპლებით, რომელიც იდეალურია ტყავის ქურთუკთან.
2. ნარინჯისფერი სეზონის მთავარი ტენდენციაა, ამიტომაც არჩევანი შეაჩერეთ ასეთი ფერის მოკლე კაბაზე.
3. შავი, ელეგანტური კაბა ქამრითა და თეთრი ორნამენტებით.
4. ეს შავი კაბა იდეალური არჩევანია, რადგანაც შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერ ადგილას, არის კომფორტული და ამავდროულად, ვიზუალს ელეგანტურ და გლამურულ ელფერს ჰმატებს.
5. ლეოპარდის პრინტით გაფორმებული აბრეშუმის მოკლე კაბა, ყველაზე ტრედული ქალებისთვის.
6. აბრეშუმის შავი კაბა - ეს ყველაზე სექსუალური ქალების არჩევანია.
7. ასიმეტრიული, საშუალო სიგრძის, ღია ცისფერი აბრეშუმის კაბა, რომელიც ვიზუალს რომანტიკულ ელფერს სძენს.
8. კაბა, რომელიც იდეალურია წვეულებისთვის.
9. კიდევ ერთი ტრენდული აბრეშუმის კაბა, რომელიც ვიზუალს გამორჩეულად ქალურ ელფერს სძენს.
10. საშუალო სიგრძის თეთრი რომანტიკული კაბა, რომელიც საოცრად კომფორტული სატარებელია.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ქალი, ტრენდი, 2019 წლის ტენდენციები, 2019 წელი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია