არაერთხელ გვისაუბრია ქალის ასაკთან დამოკიდებულების შესახებ და იმ გენდერულ უთანასწორობასაც შევხებივართ, რომელიც ქალებს „დაბერების უფლებას არ აძლევს“. თუმცა მთავარი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარებაა – თუ შეძლებ, ნებისმიერ ასაკში თავი ბედნიერად იგრძნო, ვერანაირი სტერეოტიპი და სტიგმა ვერ მოგერევა!
ხშირად გაგვიგია, რომ ქალის ცხოვრება სწორედ 40 წლის შემდეგ იწყება. და მაინც, როგორია 40 წელს გადაცილებული ქალი?
მიუხედავად იმისა, რომ გული ბევრჯერ ატკინეს, 40 წლის ქალი ისეთივე მიამიტია, როგორიც 30 წლის ასაკში იყო. დიდი ხანია, აღარ ახსოვს მოზარდობისდროინდელი უხეში რომანტიკა, 25 წელს გადაცილებულებისთვის დამახასიათებელი აქტიური ენთუზიაზმი და 30 წლის შემდეგ გავრცელებული რაციონალური მსჯელობები. მას უკვე ბევრი რამ უნახავს, ხელიც ჩაუქნევია, თუმცა თვალები ხელახლა აეხილადა ახალი სამყარო, ახალი ცხოვრება აღმოაჩინა, საკუთარ პიროვნებაში კი ახალი თვისებები იპოვა.
მიუხედავად ყველაფრისა, 40 წელს გადაცილებულ ქალს სჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ აქვს, რადგან ცუდი ემოციები წარსულს ჩაჰბარდა. ამ საუკეთესოს აღმოჩენისთვის კი უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვა და შეუძლია, ისინი იქ ეძებოს, სადაც, მის გარდა, ვერავინ იპოვის.
40 წელს გადაცილებული ქალი ლამაზია. ამის დამსახურება კი საკუთარი თავის შესწავლა და გააზრებაა, რომ საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში უნდაიყოს: იცის, როგორ დაფაროს ნაკლი და წარმოაჩინოს საუკეთესო მხარეები. კომპლექსები კიწარსულს ჩააბარა.
ერთი საიდუმლოც იცის: მილიონის შოვნის, კარიერის, წარმატებისა და სოციალური სტატუსის შესახებ არსებული ილუზიები წარსულშიდარჩა– ახლა მისთვის ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცებია მთავარი და არა ის, რასაც ტელევიზორით ხშირად გვეუბნებიან ან ტრენინგებზე ქადაგებენ: მთავარი თავად ცხოვრებაა და ადამიანის უნარი, მისი ყოველი წუთით დატკბეს.
40 წელს გადაცილებული ქალი არც დაზეპირებული ფრაზებით ხიბლავს მამაკაცებს და არც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადანახული ტანსაცმლით. „აქტიური ძებნის“ სტადია უკან მოიტოვა და გვერდით მხოლოდ ნამდვილი ახლობლები ჰყავს. მასთან ურთიერთობით კი, თავის მხრივ, მხოლოდ ღირსეული მამაკაცები ინტერესდებიან.
40 წელს გადაცილებული ქალი იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც სოციალური ნორმების აღარ ეშინია: საზოგადოების მხრიდან კრიტიკის პერიოდი დიდი ხანია, გაიარა და ტირილის დროს თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, თავი შეიკავოს და წელში გაიმართოს. მაშინ კი, როდესაც სიცილი უნდა – გულიანად იცინის. ისე ცხოვრობს, როგორც სიამოვნებს და არავის აზრს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ფრაზას – „მე ყველაფერი ვიცი“, კითხვები ანაცვლებს. აცნობიერებს, რამდენი რამის გაგება ან სწავლა შეუძლია და ყველაფერი გამოსდის – სამსახურის, ჰობის, მოგზაურობისა და ურთიერთობების შეთავსება.
40 წელს გადაცილებული ქალი იმ ასაკშია, როდესაც ყველაფერი უხდება – კლასიკური და სპორტული სტილი, ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. თანაც ისინი ნამდვილად შეეფერება და ვერავინ დააბრალებს, რომ გრძელი კაბა „ასაკს მატებს“, ან ძალიან მოკლე „უკვე აღარ უნდა ატაროს“. ტენდენციების გავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევა და მოდის არსიც ზუსტად ესმის: მისთვის მნიშვნელოვანია, ის ჩაიცვას, რაც უხდება.
მთავარი კი ისაა, რომ 40 წელს გადაცილებულქალს წლების მატების არ ეშინია და იცის, რომ ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო გახდება!
თემები: სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები, წარმატება, რჩევები
<a href="https://www.adme.ru/svoboda-psihologiya/devochki-za-40-860260/">https://www.adme.ru</a>