მოგვწონს თუ არა, ქალების დიდ ნაწილს სხეულზე თმა გვაქვს. ეს ნორმალური და ჩვეულებრივი, ბუნებრივი რამაა, რაზეც დარდი არ ღირს. თუმცა თუ თმის სიხშირე, სტრუქტურა იცვლება, ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდეს.

ვნახოთ, რა შემთხვევაში უნდა იყოთ მშვიდად და როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს:

1. გენეტიკა - თუ შეამჩნიეთ, რომ სხეულზე თმა გამუქდა და გასქელდა და მამაკაცის თმას დაემსგავსა, პირველ რიგში, ბებოს ფოტოები შეამოწმეთ. შესაძლოა, ეს გენეტიკურია. სამწუხაროდ, ყველაზე რთული ჭარბთმიანობასთან ბრძოლა სწორედ მაშინ არის, როცა ის გენეტიკურია.

2. ეთნიკური წარმომავლობა - კვლევის თანახმად, ადამიანის თმიანობა მის ეთნიკურ წარმომავლობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კავკასიური წარმომავლობის ქალები უფრო თმიანობით გამოირჩევიან. ასე რომ, თქვენი თმიანობა, შესაძლოა, არა ჯანმრთელობის პრობლემებს, არამედ ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებოდეს.

3. ჰორმონალური დარღვევები - თუ მოულოდნელად თმა ისეთ ადგილებში ამოგივიდათ, სადაც აქამდე არ გქონიათ, ეს შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდებოდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე იზრდება. ასევე, შესაძლოა, ესტროგენოს დონის დაწევითაც იყოს გამოწვეული. ასე რომ, თუ თმა ისეთ ადგილას ამოვიდა, სადაც აქამდე არ გქონიათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

4. ადრენალინის ჯირკვლების დარღვევები - ადრენალინის ჯირკვლები არის თირკმელებში და როცა ის არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი და სხეულზე თმის ამოსვლა სწორედ ამის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

5. პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი - პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სხეულზე თმის სისქის, მოცულობის გაზრდის. ასეთ დროს თმა ამოდის ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ გქონიათ. პოლიკისტოზური სინდრომი ასევე შეიძლება გამოხატული იყოს მენსტრულური ციკლის დარღვევით - როცა ციკლი თვეში რამდენჯერმე გაქვთ, ან შეიძლება ისე გავიდეს რამდენიმე თვე, რომ ციკლი არ გქონდეთ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

6. სხეულზე თმის სისქის არაბუნებრივად და უჩვეულოდ ზრდა - თუ სხეულზე თმის სიხშირე და სისქე მოულოდნელად არაბუნებრივად გაიზარდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც ის შეიძლება ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონის ზრდას უკავშირდებოდეს.