LIFE

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

1. სანდრა ბულოკი - ფილმში „ ჩვენი ბრენდი კრიზისია“

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

ფილმი მოგვითხრობს ბოლივიური პოლიტიკოსის ისტორიას, რომელსაც სურს პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს. ამ რთული ამოცანის შესრულებისთვის ის ამერიკელ სპეციალისტს დაიქირავებს. კინოსურათი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, ამიტომ კონსულტანტის მთავარი როლი უნდა ეთამაშა მამაკაცს. ვარაუდობდნენ, რომ ამას ჯორჯ კლუნი შეძლებდა, რომელიც ამავდროულად ფილმის პროდიუსერი გახლდათ.

როდესაც სცენარი სანდრა ბულოკმა წაიკითხა, ფილმში გადარების სურვილი გამოთქვა. კლუნმა ასეთი შემოთავაზება ენთუზიაზმით მიიღო და დათანხმდა დათმობაზე წასულიყო.

2. ჯეინ ლინჩი - ფილმში „40 წლის ვაჟიშვილი“

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

ჯეინ ლინჩი ფილმში მის გამოჩენას ნენსი უოლსს უნდა უმადლოდეს, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის სტივ კარელის ცოლია. პერსონაჟი, რომელიც მსახიობმა ითამაშა, თავდაპირველად მამაკაცზე იყო მორგებული, მაგრამ ნენსიმ დაჟინებით მოითხოვა, რომ ფილმში მეტი ქალი ყოფილიყო. ლინჩი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მამაკაცის როლს თამაშობს. მაგალითად, მისი პერსონაჟი ფილმში - „გაქცეული“, თავიდან მამაკაცი იყო.

3. ჯულია რობერტსი - ფილმში „საიდუმლო მათ თვალებში“

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

ამ ფილმში მთავარი როლი დენზელ ვაშინგტონს უნდა ეთამაშა. მაგრამ გადაღებების მუდმივი გადადების გამო მსახიობმა პროექტი დატოვა. სურათის რეჟისორმა და სცენარისტმა ბილი რეიმ გადაწყვეტილება შეცვალა და როლი ქალს, ჯულია რობერტს შესთავაზა. ჯულია სცენარის განცობის შემდეგ ფილმში მონაწილეობას დასთანხმდა. პერსონაჟის ხასიათში შეტანილი იყო მხოლოდ მცირე ცვლილებები, მაგრამ ქცევები და მანერები იგივე დარჩა.

4. ლუსი ლუ - ფილმში „ელემენტარული“

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

სერიალში სცენარისტმა რობერტ დოერტიმ ფორმატთან დაკავშირებით ექსპერიმენტის ჩატარება მოინდომა - და აი, დოქტორი ვატსონი უკვე ჯონი კი არა, ჯოანია. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი საინტერესოდ ახსნა, რეჟისორის თქმით, ამით დაამტკიცა რომ შეიძლება ქალმა და მამაკაცმა ერთობლივად იმუშაონ და რომანტიკული გრძნობები არ გაუჩნდეთ. მსახიობმა ჯოან ვატსონის როლი შეასრულა. მას ადრე უკვე ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, როდესაც ფილმში - „ბალისტიკა: ექსი სივერის წინააღმდეგ“, მამაკაცის როლის შესრულება მოუწია.

5. ანჯელინა ჯოლი ფილმში „სოლტი“

5 ქალის ცნობილი როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებს უნდა ეთამაშათ

მთავარი როლი ფილმში „სოლტი“ თავდაპირველად სპეციალურად იყო დაწერილი ტომ კრუზისთვის, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა ამ წინადადებაზე. ამის შემდეგ სცენარი გადაწერეს, და გმირი ედვინ სოლტი ეველინ სოლტად გადაიქცა. ვარაუდობდნენ, რომ მამაკაცის პერსონაჟს ეყოლებოდა ცოლი-შვილი, რომლებიც საფრთხეში იქნებოდნენ და გადარჩენა ესაჭიროებოდათ. ადაპტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ქალ-აგენტს უნდა ჰყოლოდა ქმარი, მაგრამ ამავდროულად იყო უშვილო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მას უფრო ნაზსა და მგრძნობიარეს გახდიდა. ანჯელინა ჯოლი შესანიშნავად გაუმკლავდა ამოცანას და წინააღმდეგიც კი იყო, რომ მისი გმირისთვის ზედმეტი ქალურობა მიეწერათ. შედეგად მან ეკრანზე განასახიერა ქალის პერსონაჟი, ძლიერი ხასიათით.