ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძი - „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ჰარპერ ლი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ამ ნაწარმოების გმირებში საკუთარ თავს აღმოაჩენთ და მათთან ბევრ საერთოს იპოვნით. მისი საშუალებით ცხოვრებას, ადამიანებს უკეთ შეიცნობთ. წიგნის თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ თქვენნაირ დამოუკიდებელ და მიზანსწრაფულ ადამიანს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შემატებს.


2. კურო - „აღმოხდების მზე - ფიესტა“, ერნესტ ჰემინგუეი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

არავინ არის ისეთი რეალისტი, როგორც თქვენ, მყარად დგახართ მიწაზე და ოცნებებში არ დაფრინავთ, გამოირჩევით ჯიუტი ხასიათი, სწორედ ამიტომ, ამ ნაწარმოებსა და საკუთარ თავს შორის ბევრ პარალელს გაავლებთ და ბევრ საერთოს აღმოაჩენთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ის თქვენი ცხოვრების წიგნია.


3. ტყუპები - „ჰელკბერი ფინის თავგადასავალი“, მარკ ტვენი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ტყუპებო თქვენ დედამიწაზე ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანები ხართ, გამოირჩევით იუმორის გრძნობით და ამავდროულად, მოხერხებულობით. სწორედ ამიტომ, ჰეკლბერი ფინთან ბევრ საერთოს იპოვნით. მისი თავგადასავლები თქვენზე დადებითად იმოქმედებს და სასიამოვნო ემოციებით დაგმუხტავთ.


4. კირჩხიბი - “დარწმუნება“, ჯეინ ოსტინი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ ყველაზე მგრძნობიარე ადამიანები ხართ და რომელი მწერალი შეიძლება შეეხოს თქვენს სულს ყველაზე მეტად, თუ არა ჯეინ ოსტინი?! თქვენს ემოციურ, რომანტიკულ ბუნებას ეს წიგნი ყველაზე მეტად შეესაბამება.


5. ლომი - „თამაში ჭვავის ყანაში“, ჯერომ სელინჯერი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ეს წიგნი თვითშეფასების ხარისხს აგიმაღლებთ და საკუთარ ძალებში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ. წიგნის მთავარი გმირის, ჰოლდენ კოლფილდის მახასიათებლებში ბევრ საერთოს იპოვნით. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები ამბობენ, რომ ის თქვენი ცხოვრების წიგნია.


6. ქალწული - „ედემის აღმოსავლეთით“, ჯონ სტეინბეკი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

სტეინბეკი ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი ავტორია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ. „ედემის აღმოსავლეთით“ კი მისი ბესთსელერია. ქალწულებო, ამ ნაწარმოებით ბევრ კითხვაზე იპოვნით პასუხს. შესაძლოა, სრულყოფილების მიღწევის გზაც დაგანახოთ, ან უბრალოდ გაჩვენოთ, რომ სრულყოფილება არ არსებობს.


7. სასწორი - „ცხოველების ფერმა“, ჯორჯ ორუელი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ გაწონასწორებული ადამიანი ხართ და ცხოვრებაში ბალანსის პოვნას ცდილობთ. ეს წიგნი კი, რომელიც სატირული ნაწარმოებია, საზოგადოების სიმახინჯეებს დაგანახებთ და შესაძლოა, მასში იდეალურად ცხოვრების რეცეპტიც კი ამოიკითხოთ. ის თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.


8. მორიელი - „ფრანკენშტაინი“, მერი შელი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ყველამ ვიცით, როგორ გიყვართ ცხოვრებაში დრამები, საინტერესო, დამაფიქრებელი თავგადასავლები და ლიტერატურაშიც იგივეს ეძებთ. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად „ფრანკენშტეინით“ მოიხიბლებით და ეს წიგნი თქვენი შთაგონების წყარო გახდება. ეს არის წიგნი, რომელიც გაიძულებთ საკუთარ თავს კითხვები დაუსვათ და განსაზღვროთ, თუ რა გინდათ ცხოვრებისგან.


9. მშვილდოსანი - „სასაკლაო #5“, კურტ ვონეგუტი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ეს არის სატირული ნაწარმოები, იუმორისტული პასაჟებით. მწერალი ამ მეთოდით ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებს აღწერს. ეს წიგნი მოგნუსხავთ და მასში ბევრ საინტერესო ნიუანსს აღმოაჩენთ და ავტორს თითქმის ყველა საკითხში დაეთანხმებით.


10. თხის რქა - „დიდი გეტსბი“, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ ყველაზე ამბიციური ზოდიაქოს ნიშანი ხართ, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს და მზად არის ყველა სირთულე, დაბრკოლება გადალახოს. ამავდროულად, ერთგულებითაც გამოირჩევით. სწორედ ამიტომ, ძალიან ჰგავხართ დიდებულ გეთსბის და მასთან ბევრ საერთოს იპოვნით.


11. მერწყული - „მისის დელოუეი“, ვირჯინია ვულფი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ გიყვართ ფიქრი, ოცნება, ღრუბლებში დაფრინავთ და ძალიან ჰგავხართ მისის დელოუეის. გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ხართ, თუმცა თქვენს შინაგან სამყაროს ვერავინ ხედავს. კლარისა დელოუეის მსგავსად გარშემო უამრავი ადამიანი გახვევიათ, მაგრამ თავს მარტოსულად გრძნობთ.


12. თევზები - „სული რომ ამომდიოდა“, უილიამ ფოლკნერი

რომელია თქვენი ცხოვრების წიგნი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ ყველაზე შემოქმედებითი ზოდიაქოს ნიშანი ხართ და ხელოვანი ადამიანების, მწერლების განსხვავებულად გესმით. უილიამ ფოლკნერის შემოქმედება არ არის ყველასთვის, მაგრამ არის სწორედ თქვენნაირი ადამიანებისთვის. წიგნის გმირებთან, მათ თავგადასავლებთან და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებასთან ბევრ საერთოს იპოვნით. ამიტომაც ასტროლოგები ამბობენ, რომ ის თქვენი ცხოვრების წიგნია.



<a href="https://www.brit.co">https://www.brit.co</a>