შეამჩნიეთ, რა სწრაფად გავხდით ზრდასრულები? - მოვიდა დრო თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები და პასუხი ვაგოთ საკუთარ საქციელზე. გავიაზრეთ ის, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი „ცხოვრების წესი“ და ყველაზე ხშირად სწორედ ამით განსხვავდება ერთი ადამიანი მეორისგან.
მაგრამ არის რაღაცეებიც, რომლებსაც ყველა ჩვენთაგანი უახლოვდება 30 წლის ასაკის ზღვარზე.
1. წახვიდე დასაძინებლად ნორმალურ დროს, თურმე, ძალიან კარგია.
2. თითქმის ყველა ფილმი და წიგნი, რომლებიც გიყვარდა ბავშვობაში, გაძლევდა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვან მორალურ გაკვეთილებს.
3. იმისათვის რომ ნახო მეგობრები, შენ თვითონ უნდა იაქტიურო.
4. ადრე ადგომა და სპორტულ დარბაზში წასვლა ახლა უკვე არ არის ხალისიანი და ადვილი.
5. ყველაფერი, რაც ძნელად მოიპოვებოდა ხუთი წლის წინ, ახლა უკვე შეუძლებელია.
6. ბევრი თვისება, რომლებსაც ადამიანებში მიბაძვის ღირსად თვლიდი, ამ გადმოსახედიდან სულელურია.
7. ქვეყანაზე არაფერი არ არის იმაზე უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე მოზარდები, და გულის სიღრმეში გრცხვენია საკუთარი ქცევების ამ ასაკში.
8. შენი მშობლები - ყველაზე შესანიშნავი ადამიანები არიან დედამიწაზე და შენ ბევრს მისცემდი, რათა მათთან უფრო მეტი დრო გაატარო.
9. თურმე, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა - იცხოვრო და დაკავდე იმით, რაც ნამდვილად გიყვარს.
10. შენი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ზოგჯერ უბრალოდ ტკივილს გრძნობს, და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
11. ნაბახუსევი რეალურია.
12. ზედმეტი წონის პრობლემა ყოველ წელს უფრო აქტუალური ხდება.
13. რაღაც მომენტში უხალისოდ აღიარებ, რომ საკუთარი ფინანსების კონტროლი არ არის ცუდი იდეა.
14. დასასვენებელი ადგილები მჯდომიარე ადგილების დიდი რაოდენობითა და ჩუმი მუსიკით ბევრად ჯობია კლუბებს, სადაც ცოტა ადგილი და ბევრი ხმამაღალი მუსიკაა.
15. უცბად აღმოაჩენ, რომ ვარსკვლავების უმეტესობა შენზე ახალგაზრდაა და სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: „რას ვუშვები ჩემს ცხოვრებას?“
16. გრცხვენია წინა ვარცხნილობების.
17. თუ ნახევარი მაინც წაიკითხე, რასაც სწავლობდით უნივერსიტეტში, ათასჯერ ურო ჭკვიანი იქნები, ვიდრე ადამიანების უმეტესობა.
18. უკეთესია გყავდეს 5 კარგი მეგობარი, ვიდრე ბევრი ნაცნობი.
19. „დრო მიფრინავს“ - უკვე უბრალოდ სასიამოვნო ანდაზა არ არის.
20. გახსოვს, ბავშვობაში გეგონა, რომ დიდებს ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი? შენ ახლა დიდი ხარ და გესმის, რომ არანაირი პასუხი მათ არ აქვთ.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, 30წელი
<a href="http://fit4brain.com">http://fit4brain.com</a>