წინ შობა გველოდება და მათ, ვისაც ხანგრძლივი დასვენება გამოგივიდათ, შეგიძლიათ, საშობაო დღესასწაული სარა ჯესიკა პარკერთან, დონა რიდთან, დაიან კიტონთან, ჰიუ გრანტთან, კოლინ ფირტთან და გრინჩთან ერთად გაატაროთ.
არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ხდება ჩვენთვის, ვიდრე ფილმია, და საახალწლო და საშობაო დღესასწაული მათ გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.
ყველასთვის კარგად ნაცნობი და აღიარებული ჰოლივუდური კლასიკიდან შევარჩიეთ ათი ფილმი, რომელიც შობის სასწაულს ეხება და არასოდეს მოგბეზრდება. ეს კი სწორედ ისაა, რაც ფილმის ღირსებებზე მეტყველებს და რაც ამ ფილმების მიერ მოპოვებული საუკეთესო კინემატოგრაფიული ჯილდოებითაც მტკიცდება.
1. ეს მშვენიერი ცხოვრება – 1946
სიუჟეტი, რომელიც ფილმში ვითარდება, შესაძლოა, შობის დღესასწაულისთვის მეტისმეტად შეუფერებელი მოგეჩვენოთ. ფილმის მთავარ გმირს, მის ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, თავის მოკვლა სურს, ეს კი სასწაულის მიზეზი ხდება. ზეციური ძალები ჯორჯ ბეილის გამოუცდელ მფარველ ანგელოზს უგზავნიან. სწორედ მფარველი ანგელოზი დაანახვებს მთავარ გმირს, რამდენად მშვენიერია ცხოვრება. ეს ფილმი გენიალური დონა რიდისა და ჯეისონ სტიუარტის შესანიშნავი, ორსაათიანი სასიყვარულო ისტორიაა.
2. თეთრი შობა – 1954
თეთრი შობა ქარხანაში გადაღებული მიუზიკლია, რომელიც საუკეთესო, ტრადიციული, კლასიკური, ამერიკული კინემატოგრაფიის შედევრად მიიჩნევა. ფილმი ცეკვის, სიმღერის, თავისუფლებით ტკბობის სურვილს აღძრავს მაყურებელში და ეს სურვილი არასოდეს ნელდება. კომედიური მელოდრამა იმის შესახებ გვიყვება, როგორ იქმნება საახალწლო და საშობაო ჰარმონია ქალისა და მამაკაცის დუეტით.
3. ახალი საშობაო ზღაპარი – 1988
ჩარლზ დიკენსის საშობაო ამბებს ჰოლივუდში, უბრალოდ, აღმერთებენ და მისი მოთხრობების მოტივებზე არაერთი ფილმია გადაღებული. „ახალი საშობაო ზღაპარი“, ბილ მიურეისთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და არაორდინარული ფილმია შობის დღესასწაულის თემატიკაზე.
4. მარტო სახლში – 1990
ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი, რომელიც, გამონაკლისის გარეშე, ყველას ერთნაირად უქმნის საახალწლო და სენტიმენტალურ განწყობას. ფილმის ყოველი ნახვისას ისევე გულიანად ვიცინით, როგორც პირველ ჯერზე. იმის განცდა, რაც პატარა გმირების ირგვლივ ფილმში ვითარდება, ბავშვობაში არავის გვსურდა, თუმცა, ახლა, ზრდასრულ ასაკში, მიგვაჩნია, რომ მსგავსი თავგადასავალი ჩვენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო გამოცდილება შეიძლებოდა ყოფილიყო.
5. უძინარები სიეტლში – 1993
ჩვენს ჩამონათვალში ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ემოციური ფილმია. გულწრფელი სურვილები მართლაც ახდენს სასწაულს. ასეთივე ძლიერი და გულწრფელია მსახიობების, ტონ ჰენკსისა და მეგ რაიანის შესრულების სტილიც.
6. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა – 2000
კიდევ ერთი, კლასიკური სიუჟეტი, რომელიც სასაცილოდ ვითარდება – და ეს ყველაფერი ჯიმ ქერის დამსახურებით. მთავარია, გრინჩის არ შეგვეშინდეს და შობას არ გავბრაზდეთ. ისწავლეთ გრინჩთან ტოლერანტულობა და სიყვარული ყველაფრის მიმართ, და არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ჩვენ შორის მსგავსება.
7. რეალური სიყვარული – 2003
„რეალური სიყვარულის“ მიმართ რეალურ სიყვარულს ოთხი მიზეზი განაპირობებს. უპირველესად, ჰიუ გრანტის მომხიბვლელობა, რომელიც, როგორც ჩანს, ამოუწურავი რესურსია, ხოლო მისი ცეკვა რეზიდენციაში ყოველ წელს ერთნაირად სასაცილო და საყვარელია. კირა ნაითლის ხილვა კი, თავისი სისადავითა და სინაზით, გამუდმებით გინდება. ასევე, ყველას გვსურს ტბაში გადახტომა კოლინ ფირტის გადასარჩენად და შემდეგ, მასთან ერთად, ერთი პლედის ქვეშ გათბობა. ფილმის ნახვის, ანუ ორი საათის გასვლის შემდეგ, „I Feel It In My Fingers“ თქვენი მთელი კვირის ჰიმნად იქცევა.
8. პოლარული ექსპრესი – 2004
პოლარული ექსპრესი ოსკარის სამ ნომინაციაზე ერთდროულად იყო ნომინირებული. გმირების ინოვაციურად წარმოჩენის თვალსაზრისით, ეს ფილმი გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. ერთი შეხედვით, ვუყურებთ ანიმაციურ ფილმს, თუმცა რეალურ ტომ ჰენკსს ვხედავთ. ეს შესანიშნავი და ლამაზი ისტორია მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელიც სანტა-კლაუსთან ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება. ეს ფილმი დიდი დოზით სიკეთისა და დღესასწაულის განწყობას გამოიწვევს თქვენში.
9. სტოუნების ოჯახი – 2005
ოჯახთან ერთად ამ ფილმის ყურება ფასდაუდებელი სიამოვნებაა. სარა ჯესიკა პარკერი ფილმში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. დაუსრულებლად შეგვიძლია, ვისიამოვნოთ მისი ფანტასტიკური შესრულების მანერით, ისევე როგორც ახალგაზრდა და ლამაზი რეიჩელ მაკადამსისა და დაიან კიტონის უბადლო არტისტიზმით.
10. შვებულება – 2006
ფილმს არ აქვს ბანალური სიუჟეტი. ალბათ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ის ყოველწლიურად ახალი აღმოჩენებისა და ახალი ემოციის წყარო ხდება. ბონუსად ფილმი შესანიშნავ მსახიობს – ჯუდ ლოუს გვთავაზობს. ფილმი ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით არის შთაგონებული და მის სანახავად შესაფერისი დრო სწორედ შობაა!
თემები: სიყვარული, წყვილი, რჩევები, შობა, ფილმები
<a href="http://www.vogue.ru/peopleparties/news/10_novogodnikh_filmov_kotorye_my_ne_perestanem_lyubit_nikogda/">http://www.vogue.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია