11 უნიკალური რამ, რაც ამტკიცებს, რომ აზია სრულიად განსხვავებული და საინტერესო სამყაროა
- 08.04.2019
აზია თავისი უნიკალური არქიტექტურით, ულამაზესი ბუნებით და სასიამოვნო ადამიანებით ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და ტურისტებისთვის დედამიწის გამორჩეულად საინტერესო ნაწილია. აზიაში შესაძლოა თავი სრულიად სხვა სამყაროში იგრძნოთ.
ვნახოთ 10 უნიკალური რამ, რაც ამტკიცებს, რომ აზია განსხვავებული და გამორჩეულად საინტერესოა.
1. დროის ზონებმა შესაძლოა გაგაოცონ - შესაძლოა, რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ჩინეთში, ყველგან ერთი დროა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ძალიან დიდია და 5 გეოგრაფიულ სასაათო სარტყელს მოიცავს, მის მთელ ტერიტორიაზე ერთი, სტანდარტული დრო მოქმედებს. აღმოსავლეთ ჩინეთში ყველაფერი ჰარმონიულადაა, მაგრამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ყოველივეს გამო უჩვეულო რამ ხდება. მაგალითად, კაშგარში მზე მაშინ ჩადის, როცა დილის 11:00 საათია.
2. არის მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოები, რომლებიც მხოლოდ აზიელებმა იციან - აზიელები დიდხანს ცოცხლობენ და ხანგრძლივად ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს. ახალგაზრდობის შენარჩუნების უტყუარ რეცეპტებს სწორედ აზიაში აღმოაჩენთ. შეხედეთ ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანებს, როგორ ფიქრობთ რა ასაკის არიან? ცდებით, თუ რომელიმე მათგანი 25 წლის გგონიათ. პირველ ფოტოზე 43 წლის ქალია აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე - 52 წლის მამაკაცი.
3. აზიის ქვეყნები გამოირჩევიან ულამაზესი და უნიკალური არქიტექტურით - ფოტოზე აღბეჭდილი უნიკალური არქიტექტურის ნაგებობა ტაილანდშია და მას „თეთრი სასახლე“ ჰქვია. აქ ვიზიტისას თავს ზღაპრულ სამყაროში იგრძნობთ. გაგიჩნდებათ განცდა, რომ აზიური ფილმის გმირი ხართ.
4. აზიაში მოგზაურობა გაფიქრებინებთ, რომ „ავატარის“ გმირი ხართ და რომ პარალელურ სამყაროში აღმოჩნდით - აზია მდიდარია ულამაზესი, შთამბეჭდავი ადგილებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სანციანშანის ეროვნული პარკი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც დაუვიწყარ თავგადასავალსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
5. სისუფთავის მიმართ აზიელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ - აზიის სხვადასხვა ქვეყანაში სისუფთავის დაცვის სხვადასხვა წესი არსებობს. მაგალითად, საპირფარეშოში შესასვლელად აზიელებს სპეციალური ფეხსაცმელი აქვთ. ისინი ჰიგიენის წესებს მკაცრად და განსაკუთრებით იცავენ.
6. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში კბილების გაშავების ტრადიცია აქვთ - ამ მეთოდით აზიელები კბილებს დაზიანებისგან იცავენ და სწორედ ამის გამო მათი კბილები დიდხანს ინარჩუნებს გამძლეობას. გარდა კბილებზე ზრუნვისა, სჯერათ, რომ შავი კბილები სილამაზის ნიშანია.
7. აზიაში არის ისეთი ადგილები, სადაც ვიზიტი გაფიქრებინებთ, რომ მომავალში მოგზაურობთ - ტოკიოში არის სასტუმრო, სადაც მომსახურე პერსონალს რობოტები ანაცვლებენ. ეს სასტუმრო ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. მნიშვნელოვანია, რომ აქ არ შეგექმნებათ ენის ბარიერი, რადგანაც მეგობრული რობოტები ბევრ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
8. ზოგიერთ აზიურ ქვეყანასა და ქალაქში ბევრი აკრძალვაა და ის, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი რამაა, შესაძლოა იკრძალებოდეს და დიდი ჯარიმის გადახდაც მოგიწიოთ - მაგალითად, სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და სუფთა ადგილია, სადაც ადგილობრივები ვიზიტორებს დიდ პატივს სცემენ და კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ აქ უამრავი აკრძალვა მოქმედებს. მაგალითად, არ აქვთ საღეჭი რეზინის დაღეჭვის უფლება. საღეჭი რეზინის დაღეჭვის გამო შესაძლოა, 500-დან 1000 დოლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ.
9. აზიაში შეგიძლიათ ნებისიერ ადგილას დაიძინოთ, მათ შორის სამსახურშიც და ეს ჩვეულებრივი რამაა - როცა ტოკიოში მეტროთი გადაადგილდებით, ან ქუჩაში სეირნობთ, ან ოფისში ხართ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ გარშემო ბევრ ჩაძინებულ ადამიანს დაინახავთ. იაპონიაში საოცრად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ისინი მუდამ მუშაობენ და როცა შესაძლებლობა გამოუჩნდებათ, თუნდაც 15 წუთით ჩათვლიმონ, ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ და ნებისმიერ ადგილას იძინებენ.
10. აზიელები ცდილობენ, რომ ყველა საქმე საუკეთესოდ შეასრულონ - სურვილი, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთონ, ბევრ რამეში ჩანს. განსაკუთრებით ეს არქიტექტურაში იგრძნობა. მაგალითად, ჩინეთში ააგეს 121 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი, მაგრამ განსაკუთრებული აქ ის არის, რომ შენობიდან, 108 მეტრის სიმაღლიდან ჩანჩქერი გადმოედინება. ეს სანახაობა საკმაოდ ძვირი ღირს. ჩანჩქერის გადმოდინებისთვის ყოველ საათში 116 დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იხარჯება, სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ დღესასწაულებზეა ჩართული.
11. ტუალეტებს აზიაში დიდ პატივს სცემენ - მაგალითად, სეულში საპირფარეშოს მუზეუმი არსებობს, რომელსაც „მისტერ საპირფარეშო“ ჰქვია. ქალაქის ყოფილ მერს სურდა, რომ ყველა სახლში ლამაზი და სუფთა საპირფარეშო ყოფილიყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი მუნიციპალიტეტს გადაეცა, სადაც საპირფარეშოს მუზეუმი გააკეთეს.
თემები: მოგზაურობა, ცხოვრება, რჩევები, მოგზაური
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>