LIFE

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

ადამიანის პიროვნული თვისებების ამოსაცნობად ხშირად ინტუიციაც საკმარისია – თუ მისი სახის გამომეტყველებას კარგად დააკვირდები, ადვილია, ამოიკითხო, რამდენად რელიგიურია, როგორი თვითშეფასება აქვს და რამდენად კომუნიკაბელურია. თუ ინტერესის ობიექტს სპონტანურად ფოტოს გადაუღებ, ამ შეფასებებს მისი ემოციური სტაბილურობის, დამყოლი ხასიათის, გახსნილობის, მარტოსულობის ან პოზიტიური პიროვნების მაჩვენებლებიც დაემატება. თუმცა, ხშირად ჩვენი ვარაუდი ისეთი ადამიანების შეფასებისას მართლდება, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.

4. როგორ ამოვიცნოთ ლიდერის უნარებით დაჯილდოებული ადამიანი?

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

პიროვნების ასეთ თვისებებზე სახის ნაკვთები მიგვანიშნებს – მაგალითად, შეგიძლია, ყურის ბიბილოებს დააკვირდე: სხვადასხვა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტრანსფორმაციულ ლიდერებს – მათ, ვისაც შეუძლიათ, ადამიანებს საერთო სიკეთისთვის პირადი ინტერესების გვერდზე გადადებისკენ უბიძგონ, ასიმეტრიული ყურები ან თითები აქვთ: კვლევის მონაწილე გუნდები, რომლებსაც სხეულის ასიმეტრიული ნაწილების მქონე ლიდერები მართავდნენ, ჩვეულებრივ გუნდებზე 20%-ით უკეთეს შედეგებს აღწევდნენ.

საქმე ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც სხეულის ასიმეტრიული ნაწილები აქვთ, ემპათიის, სოციალური და მოტივაციური უნარებით არიან დაჯილდოებული, რაც ლიდერის დომინანტურ თვისებებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. თანაც კვლევამ ისიც დაამტკიცა, რომ ტრანსფორმაციული ლიდერის უნარები 49% შემთხვევებში გენეტიკურად გადაეცემა; ფეხბურთის მწვრთნელებზე დაკვირვებამ კი გამოავლინა, რომ მეტად სიმპათიური ინდივიდები უკეთესი ლიდერული უნარებით გამოირჩევიან.

3. როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი?

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

ამ შემთხვევაში ინტუიციას უნდა მიენდო. თანაც ცნობილია, რომ თავად ფსიქოპათები საკმაოდ კარგად აფასებენ ადამიანებს. მისი ტატუები მიგვანიშნებს, რამდენად მიდრეკილია პიროვნება კრიმინალისადმი – ინდივიდები, რომლებსაც ანტისოციალური ან განსაკუთრებით თვალშისაცემი ტატუები აქვთ, ამ მხრივ, მეტად საშიშები არიან. მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ, როდესაც უცხო უბანში ხვდები და გაინტერესებს, საშიშია თუ არა იქაურობა კრიმინალური თვალსაზრისით, ყოველთვის პირველ შთაბეჭდილებას უნდა ენდო.

ადამიანის აგრესიულობის დასადგენად მის წარბებსა და ყბის ფორმას უნდა დააკვირდე – სხეულის ეს ნაწილები ტესტოსტერონის გავლენით ყალიბდება, ამიტომაც, რაც უფრო განვითარებულია ისინი, უფრო მაღალია ადამიანის ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობა. ეს კი, თავის მხრივ, აგრესიასთანაცაა კავშირში.

მეცნიერების მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ განიერი სახის ან დიდი ლოყების მქონე მამაკაცები მეტად აგრესიულები და ურთიერთობებში ნაკლებად სანდოები არიან. კოოპერაციული მამაკაცების ამოსაცნობად კი მათი გამოხატვის თავისუფლებას უნდა დააკვირდე – მეტად ექსპრესიული ადამიანები უფრო კოოპერაციულებიც არიან.

2. გაინტერესებს, მდიდარია თუ არა ადამიანი?

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

უხმო ვიდეოებზე დაკვირვებით ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მაღალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენლები უფრო მეტად უარყოფის ჟესტებს იყენებდნენ, ვიდრე დასტურის, მაგალითად, თავის დაქნევის და ა.შ.

1. დაბოლოს, როგორ მივხვდეთ, მოვხიბლეთ თუ არა უცნობი მამაკაცი?

4 რამ პიროვნების შესახებ, რასაც ერთი შეხედვით გამოიცნობ

დააკვირდი, რამდენი ხნის განმავლობაში ამყარებს შენთან მზერით კონტაქტს: აღმოჩნდა, რომ მამაკაცები დაახლოებით 8 წამის განმავლობაში უყურებენ თვალებში ქალს, რომელიც მოსწონთ და მხოლოდ 4 წამი მათ, ვინც ნაკლებად იზიდავთ.

მამაკაცებს კი ქალის ზედა ტუჩის ფორმით შეუძლიათ, გამოიცნონ, რამდენი ორგაზმის განცდა შეუძლია ქალს – აღმოჩნდა, რომ ამაზე ქალის მკვეთრად გამოხატული ტუჩის ჩაღრმავება მიუთითებს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებს იღებენ, სიარულის მანერა ეცვლებათ და მამაკაცებისთვის ნაკლებად მიმზიდველ იმპულსებს გზავნიან; ლესბოსელ ქალებს კი ექსპერტები სახასიათო ფორმის თვალის გარე კუთხეებით ცნობენ.



<a href="http://time.com/3676499/immediate-people-insights/?xid=time_socialflow_facebook">http://time.com</a>