H&M-ის ახალი კოლექციის ჩვენება და ვარსკვლავებით დახუნძლული ღონისძიება ლოს-ანჯელესში
- 11.04.2019
H&M-მა ახალი, Conscious Exclusive კოლექცია წარადგინა და 27 მარტს, ლოს ანჟელესში წვეულება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები და ბრენდის ისეთი მეგობრები, როგორებიც არიან ირინა შეიკი, დაკოტა ფენინგი და ჰალიმა ეიდენი.
2019 წლის გაზაფხულისთვის, H&M Conscious Exclusive ბუნების გამაჯანსაღებელ ძალას წარმოგვიდგენს. კოლექციის გაყიდვა დაიწყება 11 აპრილს და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რჩეულ მაღაზიებში.
Conscious Exclusive კოლექციით H&M-ი გვთავაზობს ახალ, მდგრად მასალებსა და ამ სეზონის სიახლეებს:
1. Piñatex®-ს. ეს არის ტყავის ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც წარმოქმნილია ანანასის ფოთლების ცელულოზის ბოჭკოსგან.
2. BLOOM™ ქაფს, რომელიც იყენებს წყალმცენარის ბიომასას მცენარეული, ელასტიური ქაფის მისაღებად.
3. Orange Fiber®-ს რომელიც წარმოადგენს მდგრად, აბრეშუმისმაგვარ ქსოვილს და წარმოებულია ციტრუსის წვენის ნარჩენი პროდუქტებისგან.
"ამ კოლექციისთვის, ჩვენ ბუნების სილამაზე გამოვიკვლიეთ, რაც ჩანს როგორც პრინტებში, ასევე ჰაეროვან სილუეტებში, მკვეთრი ფერების პალიტრასა და დეტალებში. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ახალ, მცენარეული წარმოშობის, მდგრად მასალებს, რაც გამოვიყენეთ ეფექტური, ლამაზი და მოდური ნივთების შესაქმნელად. კოლექცია თამამი და ამავე დროს კომფორტულია," - ამბობს H&M-ის კრეატიული მრჩეველი. ანა-სოფია იოჰანსონი.
Conscious Exclusive კოლექცია წარმოდგენს ბალანსს გლამურსა და ინოვაციას შორის. ამ ტანსაცმლის ტარება შესაძლებელია როგორც განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასევე ყოველდღიურად.
კოლექციის შთაგონების წყარო ჩვენს ირგვლივ არსებული ბუნებრივი სილამაზეა, რომელიც წარმოაჩენს ბუნების მნიშვნელობას ჩვენი კეთილდღეობისთვის. მინერალები, ხეები და მცენარეები დიზაინერთა გუნდმა ჰაეროვან პრინტიან ქსოვილებად გარდასახა. ფერთა პალიტრა მოიცავს ლავანდის, ქვიშის, წყლისფერ ტონებს, მუქ ლურჯსა და ვარდისფერს მარჯნისფერი ელფერით, რომლებიც საუცხოოდ ერწყმიან შავს, ოქროსფერსა და ვერცხლისფერს.
Conscious Exclusive დახვეწილი, პერიოდულად გამეორებადი პრემიუმ კოლექციაა. ამ სეზონზე, გადამუშავებული პოლიესტერის, ორგანული ბამბის, ორგანული ტილოს, ორაგნული აბრეშუმის, TENCEL™ ლაიოსელის, გადამუშავებული პლასტმასის, მინისა და ვერცხლის პარალელურად H&M-ი პირველად წარმოგვიდგენს Piñatex®-ს BLOOM™-ის ქაფსა და Orange Fiber ®-ს .
ფოტოების სანახავად ეწვიეთ ფოტოგალერიას: hm.com
თემები: h&m, მოდა, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, ვარსკვლავები, მოდაშია, ღონისძიება, ლოს-ანჯელესი