SEX

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

სქესთა შორის დამოკიდებულება ქვეყნის კულტურის განმსაზღვრელი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ მიზეზით, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დროს ინტიმური ურთიერთობების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა. გთავაზობთ 10 ყველაზე უცნაურ ტრადიციას, რაც კი ისტორიას ახსოვს:

10. ძველი ეგვიპტე

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

ძველეგვიპტური კულტურა სექსუალური ურთიერთობების მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო – დასაოჯახებელ მამაკაცებსა და ქალებს სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის სრული თავისუფლება ეძლეოდათ. ნილოსის დონის ამაღლება და დაწევა ღმერთ ატუმის ეაკულაციასთან იყო გაიგივებული; ამიტომაც, რადგან ფარაონები დედამიწაზე ღმერთების წარმომადგენლებად ითვლებოდნენ, ყოველწლიურად ნილოსის ნაპირზე სპეციალურ ცერემონიას მართავდნენ და სახალხოდ მასტურბირებდნენ, იმისთვის, რომ მდინარე მუდმივად წყალუხვი ყოფილიყო.

9. ინდონეზია

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

ინდონეზიაში დღესაც ზეიმობენ დღესასწაულს, სახელად „პონს“. ეს ღონისძიება წელიწადში 7-ჯერ ტარდება: ხალხი კუნძულ იავაზე მდებარე წმინდა მთაზე მიდის და წარმატებისა და ბედნიერების მოსაზიდად უცნაურ ცერემონიას ასრულებს: დღესასწაულის მონაწილეებს ევალებათ, ღამე უცნობ პარტნიორთან გაატარონ; განსაკუთრებულად კი ბედი იმას გაუღიმებს, ვისაც წელიწადის 7-ვე დღესასწაულზე ერთი და იგივე პარტნიორი შეხვდება.

8. ძველი საბერძნეთი

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

კაცობრიობის ისტორიაში სექსუალურად ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ძველი საბერძნეთი იყო. ჰომოსექსუალიზმი ნორმად ითვლებოდა, ინტიმური სურვილები კი აქტიურობისა და პასიურობის საფუძვლად მიიჩნეოდა. „აქტიური“ ადამიანი დომინანტური თვისებებით გამოირჩეოდა და საზოგადოებაში მაღალი სოციალური სტატუსითა და მამაკაცური იმიჯით სარგებლობდა; „პასიურს“ კი მეტი თავმდაბლობა მოეთხოვებოდა და შედარებით დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა.

 ერთსქესიანი ურთიერთობის საკმაოდ მიღებულ ფორმად უფროსი მამაკაცისა და პატარა ბიჭის ურთიერთობა ითვლებოდა. უფროს მამაკაცს მოეთხოვებოდა, ბიჭისთვის სწორად ცხოვრების მაგალითი მიეცა და, ასევე, მისი პედაგოგი და დამცველი ყოფილიყო.

7. ინდოეთი

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

ირმის რქის – „მურიას“ ტომი ჩხატისგრახის რეგიონის უღრან ტყეებში ბინადრობს. ამ ტომში უცნაური დღესასწაულის, სახელად „გოტული“, ტრადიციაა გავრცელებული – უფროსები მოზარდებს სიბრძნეს უზიარებენ, სიმღერებსა და ცეკვას ასწავლიან და სქესობრივი კავშირის გაკვეთილებსაც უტარებენ. გოგონებს ბალახეულზე დამზადებულ კონტრაცეპტივებს ასმევენ და მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა პარტნიორებს ურჩევენ. თუ ხალხური კონტრაცეპტივი არ გაამართლებს და გოგონა დაფეხმძიმდება, სოფელი ახალდაბადებულს გააშვილებს, რადგან მამის ვინაობის დადგენა შეუძლებელია.

6. ჰაიტი

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

ჟე დუჰაიტი ჩანჩქერებით გარშემორტყმული რეგიონია, სადაც ყოველწლიურად უცნაური რელიგიური დღესასწაული ტარდება: ივლისში ვუდუს მიმდევრები წმინდა ადგილას სიყვარულის ღმერთისადმი მიძღვნილ ევქარისტიულ რიტუალს ატარებენ. მონაწილეები, განსაკუთრებით ექსტრემალი მორწმუნეები, შიშვლდებიან, ჯერ ჩანჩქერებში ბანაობენ, შემდეგ კი – ტალახში, და მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლში ინტიმურ ცეკვას ასრულებენ.

5. ნიგერია

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

„ტაბუს ხალხი“, ანუ ვოდაბე, ნიგერიის ტომია, რომელიც სილამაზითა და მდიდარი კულტურული ცერემონიებითაა ცნობილი. მათი ტრადიციის მიხედვით, მშობლები შვილებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ, ყოველწლიური ფესტივალის – გერეუოლის დროს კი მამაკაცები იღებებიან, საზეიმოდ იმოსებიან და ქალები მათ შორის ახალ ქმრებს ირჩევენ. ვოდაბეს ტომის რწმენით, ფორმალური ქორწინებისგან განსხვავებით, ქორწინების ეს ფორმა „სიყვარულით“ შეუღლებას მიეკუთვნება.

 4. ჰიმალაი

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

ჰიმალაიში ძალიან მწირი მიწაა, ამიტომაც ოჯახები, რომლებსაც 1-ზე მეტი ვაჟიშვილი ჰყავთ, მიწის ნაკვეთს ყველა ვაჟს უნაწილებენ და საზრუნავი უჩნდებათ, რომ ისედაც მცირე მიწის ნაკვეთები კიდევ უფრო არ დანაწევრდეს, ამიტომაც ვაჟებისთვის საერთო ცოლს ეძებენ. ანთროპოლოგები ქორწინების ამ ფორმას „მოძმე პოლიანდრიას“ უწოდებენ.

3. პაპუა-ახალი გვინეა

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

პაპუა-ახალი გვინეა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანაა. იქ 848 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ და უამრავი ტრადიციის მქონე საზოგადოება არსებობს. ტრობრიანდერების ტომს ჯადოების გაკეთება შეუძლია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა: ამ სახის „ჯადოები“ უმეტესად ეროტიკული გრძნობების გამოწვევისთვის, ვნების ობიექტად ქცევისთვის და გალამაზებისთვის გამოიყენება. ამ ტომში სქესობრივ ცხოვრებას გოგონები 6-8 წლის ასაკიდან იწყებენ, ბიჭები კი – 10-12 წლიდან. საინტერესო ისაა, რომ ახალგაზრდებს ქორწინებამდე, სექსის ნაცვლად, ერთად ჭამა ეკრძალებათ.

2. ისევ პაპუა-ახალი გვინეა

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

სემბას ტომის სექსუალური ტრადიციები ტრობრიანდერებზე მეტად ექსტრემალურია: 7-დან 17 წლამდე ბიჭები ქალებისგან სრულიად იზოლირებულად იზრდებიან. ამ დროს მათ კანს უხვრეტენ, პატარაობაში ქალებთან კონტაქტით გადადებული „ჭუჭყი“ რომ ჩამოირეცხონ; შაქრის ტროსტებით კი ცხვირიდან სისხლს ადენენ. ასევე, უფროსებისგან სიმაღლე, ძალა და სექსუალური პოტენცია რომ გადაეცეთ, სპერმას ასმევენ. როდესაც ბიჭები 17 წლის ასაკს გადააბიჯებენ და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან, შაქრის ტროსტებით ცხვირიდან სისხლს იმ დღეებში იდენენ, როდესაც მათ ცოლებს მენსტრუალური ციკლი აქვთ.

1. ავსტრალია

10 უცნაური სექსუალური რიტუალი – არქაული ეპოქის გადმონაშთები

მარდუჟარას ტომის აბორიგენებს ბიჭების დავაჟკაცების ყველაზე შოკისმომგვრელი რიტუალი აქვთ: 10-12 წლის ბიჭებს წინა კბილებს უმტვრევენ, ცხვირის ძგიდეს კი პირსინგით უხვრეტენ. ამის შემდეგ ბიჭი სიმბოლურად გარდაცვლილად ითვლება, სანამ სხვა ადამიანები უდაბნოში წინადაცვეთისთვის არ წაიყვანენ და მისავე მოჭრილ კანს არ შეაჭმევენ. საბოლოოდ კი, მის პენისს ისე ასახიჩრებენ, რომ მარდუჟარას ტომის ყველა მამაკაცი პენისის ძირიდან შარდავს. თანაც მნიშვნელოვანია, ამ რიტუალის დროს ბიჭი გაუნძრევლად იწვეს.



<a href="http://www.kulturologia.ru/blogs/241015/26833/">http://www.kulturologia.ru</a>