მსოფლიოს 8 ყველაზე ფერადი ქალაქი, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროთ
- 21.04.2019
ყველა ქალაქს თავისი ხიბლი და განსაკუთრებული მახასიათებლები აქვთ და მოგზაურებმა იციან, რომ ნებისმიერი ადგილი ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას და ჩვენს ცნობიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ვნახოთ, რომელია მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქები, სადაც მოგზაურობა გამორჩეულად საინტერესო და ყველაზე შთამბეჭდავია.
1. შეფშაუენი, მაროკო - ეს ქალაქი განსაკუთრებით იპყრობს ტურისტების ყურადღებას. ქალაქი ლურჯი ფერისაა, აქ ყველა სახლი, შენობა სწორედ ამ ფერზეა შეღებილი და განსაკუთრებით მომხიბვლელი არქიტექტურით გამოირჩევა.
2. ბურანო, იტალია - ბურანო ვენეციის პროვინციაში პატარა კუნძულია. ეს მეთევზეების ქალაქია. ძველად ისინი სახლების გარჩევას ნისლის გამო ვერ ახერხებდნენ. ამიტომაც,მათი სხვადასხვა, კაშკაშა ფერზე შეღებვა გადაუწყვეტიათ. ამის შემდეგ სახლების დანახვა და გარჩევა უმარტივდებოდათ. ახლა სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს იმას, თუ რომელ ფერზე იქნება შეღებილი სახლი.
თუ ადგილობრივმა სახლის შეღებვა გადაწყვიტა მან ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიმართოს და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში აქვს ფასადის შეღებვის უფლება. სწორედ ამიტომ არ კარგავს არაჩვეულებრივად მომხიბვლელ იერსახეს ეს ულამაზესი ქალაქი.
3. ილულისატი, გრენლანდია - ილულისატი არის ქალაქი აღმოსავლეთ გრენლანდიაში. რადგანაც აქ სულ თოვლი და ყინულია და ყველაფერი ერთ ფერში მოსაწყენ ვიზუალს ქმნიდა, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ფერადი სახლები ჰქონოდათ. ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ყვითელი ფერით სამედიცინო დაწესებულებაა შეღებილი, ცისფერით თევზის ქარხანა, წითლით კომერციული დაწესებულებები და.ა.შ. ეს ფერადი ქალაქი შთამბეჭდავი სანახავია.
4. გუანახუატო, მექსიკა - ზოგადად, მექსიკა საოცრად ფერადი ქვეყანაა, მაგრამ გუანახუატო ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. აქ ყველა ქუჩა და ყველა ფასადი ფერადია.
5. მენტონი, საფრანგეთი - ეს პატარა ქალაქია საფრანგეთში, რომელიც თავის ფერადი შენობებითაა ცნობილი. შენობები თბილი, ზაფხულის ფერებით არის შეღებილი და საზაფხულო შვებულების გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
6. კართაგენა, კოლუმბია - კართაგენა კოლუმბიის საპორტო ქალაქია. ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქის ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ქალაქში ნახავთ ულამაზესი არქიტექტურის ტაძრებს, ხის შუშაბანდიან ფერად სახლებს, რომლებიც ყვავილებითაა გაფორმებული. აქ მოგზაურობა ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.
7. გდანსკი, პოლონეთი - ამ ქალაქის მთავარი ქუჩები ულამაზესია. აქ ნახავთ ფერად შენობებს, რომლებიც ქალაქს განსაკურებულ იერსახეს აძლევენ. ზოგიერთი ამ გდანსკს იერსახით ამსტერდამსაც კი ამსგავსებს.
8. კოპენჰაგენი, დანია - კოპენჰაგენის ერთ-ერთი რაიონი მთლიანად ფერადია. აქ ნახავთ მე-17 საუკუნის ფერად შენობებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
თემები: მოგზაურობა, ქალაქები, ტურისტი, მოგზაური, ჩემოდანი
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>