ცხოვრებაში, სამწუხაროდ, არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა მოწყენილები ვართ და როცა სევდიანი ფილმების ყურება გვსიამოვნებს, როცა უბრალოდ ტირილი ძალიან გვჭირდება და ფილმები კი ამ საქმეში გვეხმარება.
მაშ ასე, ფილმები მათთვის, ვისაც ტირილი სჭირდება:
1. „ფოლადის მაგნოლიები“/STEEL MAGNOLIAS - ფილმში გადმოცემულ ისტორიას ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ. ის ემოციების ზღვას მოგიტანთ. მასში ექვსი ქალის საოცარი ამბავია აღწერილი.
2. „როგორები ვიყავით“/THE WAY WE WERE - აქ მოთხრობილია ამბავი დაკარგულ სიყვარულზე. ფილმში ბარბარა სტრეიზანდისა და რობერტ რედფორდის დაუვიწყარ ტანდემს იხილავთ.
3. „უბის წიგნაკი“/ THE NOTEBOOK - ფილმი, რომელიც ალბათ არაერთხელ გინახავთ, თუმცა რამდენჯერაც უნდა ვნახოთ ის, ყოველ ჯერზე ახალ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გვიტოვებს.
4. „ნაპირები“/BEACHES - შეუძლებელია ამ ფილმის ნახვა ცრემლების გარეშე. ის ორი გოგონას ამბავს გვიყვება, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ წრეს წარმოადგენენ, თუმცა ეს მათ მეგობრობას ხელს ვერ უშლის. ერთ-ერთ მათგანს ტრაგიკული ბედისწერა აქვს. ფილმი ნამდვილი მეგობრობის უსაზღვრო ძალას კიდევ ერთხელ გაჩვენებთ.
5. „ჩემი გოგო“/MY GIRL - კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანია ბავშვობის მეგობრობა.
6. „მოჩვენება“/GHOST - ამ ფილმის კიდევ ერთხელ ნახვა არასოდესაა ზედმეტი. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ისიამოვნოთ პატრიკ სუეიზისა და დემი მურის შეუდარებელი ტანდემით და ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიით.
7. BLUE VALENTINE - კიდევ ერთი სიყვარულის ამბავი, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ.
8. „დაუვიწყარი რომანი“/AN AFFAIR TO REMEMBER - ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ვერ დავიჯერებთ, რომ ამ ფილმის ფინალმა არ აგატირათ.
9. „დედინაცვალი“/STEPMOM - ეს გულისამაჩუყებელი ფილმი დედა-შვილობის, დედობრივი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო კარგი დედა მაშინაც კი, თუ საკუთარი შვილი არ გყავს. ფილმში მთავარ როლებს შეუდარებელი ჯულია რობერთსი და სიუზან სარანდონი ასრულებენ.
თემები: კინო, ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი
<a href="https://movies.allwomenstalk.com">https://movies.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია