ხანდახან ფილმს მხოლოდ გართობისა და განტვირთვის მიზნით ვირჩევთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი ფილმები, რომლებსაც გართობაზე უფრო მეტი დანიშნულება აქვს, რომლებსაც შეუძლიათ დაგვაფიქრონ და ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებაც კი მიგვაღებინონ. სწორედ ასეთი ფილმების ჩამონათვალს გაგაცნობთ ახლა.

1. „სასტუმრო რუანდა“/HOTEL RWANDA - ფილმში ნამდვილი ამბავია გადმოცემული, რომელიც სისასტიკესთან ერთად გაჩვენებთ იმასაც, თუ რამხელა სიკეთის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს.

2. „სკაფანდრი და პეპელა“/THE DIVING BELL AND THE BUTTERFLY - ადამიანს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც შეუძლია რაღაც პოზიტივი დაინახოს და ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. სწორედ ამაში დაგარწმუნებთ ეს არაჩვეულებრივი ფილმი და მისი მთავარი გმირი.

3. MOZART AND THE WHALE - ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. ამ ფილმის წყალობით ისწავლით, თუ როგორ გაუგოთ უკეთ ადამიანებს.

4. „ველური სამხრეთის ცხოველები“/BEASTS OF THE SOUTHERN WILD - ფილმი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. მისი საშუალებით ულამაზეს სამყაროში აღმოჩნდებით. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ნამდვილი მიზანიც კი იპოვნოთ.

5. WADJDA - ფილმი საუდის არაბეთში მცხოვრებ გოგონაზე მოგვითხრობს და გვაჩვენებს, როგორია ცხოვრება სამყაროში, სადაც ქალებს არანაირი უფლებები არ აქვთ. ის გვიყვება სამყაროზე, რომელშიც ქალს ველოსიპედის ტარების უფლებაც კი არ აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია.

6. “ჩემი მარცხენა ფეხი“/MY LEFT FOOT - კიდე ერთი არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება და გაჩვენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის მიღწევას შეძლებს.


7. THE STRAIGHT STORY - ფილმში 73 წლის ელვინ სტრეიტის ამბავია მოთხრობილი. ის ინფარქტის გადატანის შემდეგ იგებს, რომ სიცოცხლის დღეები დათვლილი აქვს და ერთადერთი რისი გაკეთებაც სურს, თავისი ძმის ნახვაა. ფილმი საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს და გაჩვენებთ, რომ საყვარელ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, სანამ გვიან არ არის.