გოგონების დიდ ნაწილს მოზარდობის ასაკში არ სურს, რომ დედას დაემსგავსოს და ეს არ არის გასაკვირი. როცა ძალიან ახალგაზრდა ხართ, ხშირად ვერ უგებთ მშობლებს. მათი და თქვენი შეხედულებები აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. არ გესმით მათი აკრძალვების, მათი დამოკიდებულების ამა, თუ იმ საკითხის მიმართ.

ზოგიერთი გოგონა იმასაც კი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისეთი დედა, როგორიც თავად ჰყავს. ამბობს, რომ შვილს ყველაფრის უფლებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად გაზრდის, რომ არ იქნება მკაცრი, არ გაუბრაზდება როცა სახლში დაიგვიანებს და ა.შ .

მაგრამ რა ხდება მერე, როცა თავადაც დედები ხდებით?

მკვლევარები ამბობენ, რომ 33 წელი ეს მაგიური ასაკია, ეს ის ასაკია, როცა ადამიანის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი გადაფასებები ხდება.

ბრიტანული კვლევის მიხედვით, ქალი დედას ემსგავსება შვილის გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში და უმეტეს შემთხვევაში, ეს სწორედ 33 წლის ასაკია. ამ ასაკიდან ქალები ავლენენ ზუსტად ისეთივე აღზრდის მეთოდებს, როგორიც დედას ჰქონდა.

ცხოვრების სტილი, გემოვნება დედის მსგავსი აქვთ. ინტერესდებიან ისეთი სატელევიზიო გადაცემებით, როგორებიც დედას მოსწონდა, ან მოსწონს, აქვს ისეთივე ჰობი, როგორიც დედას.

უფრო მეტიც, მკვლევართა თქმით, ქალები ზუსტად იმავე სიტყვებით, იმავე ფრაზებით მიმართავენ თავიან პატარებს, როგორითაც დედა ესაუბრებოდათ და რომლებზეც ამბობდნენ, რომ არასოდეს გაიმეორებდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, 33 წლის ასაკიდან ქალი დედის ასლი ხდება.