კონცერტზე წასვლა ადამიანის სიცოცხლეს 9 წლით ახანგრძლივებს - კვლევის შედეგი
- 02.05.2019
ამბობენ, რომ მუსიკას ჩვენზე დიდი გავლენა აქვს. მას შეუძლია ადამიანს დარდი დაავიწყოს, ან პირიქით, დაასევდიანოს. ცხოვრების სასიამოვნო წუთები და საყვარელი ადამიანები გაახსენოს. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, მუსიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც არის სასარგებლო.
განსაკუთრებულ სარგებელს კი მაშინ ვიღებთ, როცა კონცერტებს ვესწრებით და ცოცხლად შესრულებულ სიმღერებს ვისმენთ. კვლევის თანახმად, ცოცხლად შესრულებული სიმღერების მოსმენა სიცოცხლეს ახალნგრძლივებს.
კვლევა პროფესორმა პატრიკ ფეგანმა ჩაატარა. მან შეისწავლა ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე სხვადასხვა აქტივობების გავლენა. ისეთი აქტივობების, როგორებიცაა იოგა, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა.
კვლევამ აჩვენა, რომ 20 წუთის განმავლობაში კონცერტზე ყოფნა 21%-ით ზრდის კეთილდღეობის განცდას. გარდა ამისა, 75%-ით უმძაფრებს ადამიანს მოტივაციას და სიცოცხლის ხალისს მატებს. ასევე, 25%-ით ზრდის იმის განცდას, რომ სოციალურად აქტიური ხარ და ადამიანებთან დადებითი ურთიერთობების დამყარება შეგიძლია.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევის თანახმად, თუ ორ კვირაში ერთხელ დაესწრებით კონცერტს და ცოცხალ შესრულებას მოისმენთ, სიცოცხლეს 9 წლით გაიხანგრძლივებთ.
მუსიკის პოზიტიური გავლენა ადამიანზე უსასრულოა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ის ამარცხებს სტრესს, გამოჰყავხართ დეპრესიიდან, ასევე აუმჯობესებს ძილის ხარისხს, გიუმჯობესებთ მეხსიერებას და უფრო შემოქმედებით ადამიანებად გაქცევთ.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, კონცერტი
<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>