ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესად გაიცნოთ საკუთარი თავი
- 05.05.2019
1. ნუ აკავებ იმას, ვინც მიდის შენგან, თორემ არ მოვა ის, ვინც შენთან მოდის.
2. ბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ, და არა მათ სიტყვებზე.
3. თუ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მიიღეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც გასცეთ.
4. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტის მსგავსია: თუ არსებობს ოდნავ მცირე რეაქცია, იცვლება ორივე ელემენტი.
5. ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც ბავშვის მხრებს აწვება, - არის მისი მშობლების უცხოვრებელი ცხოვრება.
6. ყველაფერი, რაც არ გვაწყობს სხვებში, საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ საკუთარ თავში.
7. შენი ხილვა მხოლოდ მაშინ იქნება უფრო ნათელი, თუ შეძლებ ჩაიხედო საკუთარ გულში. ვინც გარეთ იყურება - ხედავს მხოლოდ სიზმრებს, ვინც საკუთარი თავში იხედება - იღვიძებს.
8. მარტოობა განპირობებულია არა მხოლოდ ადამიანების არყოფნით, არამედ შესაძლებლობის არარსებობით ილაპარაკო ადამიანებთან იმის შესახებ, რაც გეჩვენება არსებითად, ეს კი სხვებისთვის მიუღებელია.
9. მაჩვენეთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, და მე მას განვკურნავ.
10. ჩვენ მივიწევით წარსულში, ჩვენს მშობლებთან, და წინ, ჩვენს შვილებთან, მომავალში, რომელსაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ, მაგრამ რომელზეც გვინდა რომ ვიზრუნოთ.
11. ის, რასაც ეწინააღმდეგები, რჩება.
12. დეპრესია შავებში ჩაცმული ქალის მსგავსია. ის თუ მოვიდა, ნუ გააგდებ, არამედ მიიწვიე სუფრასთან როგორც სტუმარი და მოუსმინე იმას, რის თქმასაც ის აპირებს.
13. ხდება ხოლმე, რომ ხელები უმკლავდებიან გამოცანას, რომლის წინააღმდეგაც ინტელექტი უძლურია.
14. სიზმარი - პატარა, კარგად დამალული კარია, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იმ თავდაპირველ კოსმიურ ღამეში, რომელიც წარმოადგენდა სულს ჯერ კიდევ გონების გაჩენამდე.
15. ვისაც არ გაუვლია საკუთარი ვნებების განსაწმენდელით, მას არ გადაულახია ისინი ბოლომდე.
16. თქვენი მზერა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა თქვენ შეძლებთ ჩაიხედოთ საკუთარ სულში.
17. მე ის არ ვარ, რაც შემემთხვა, მე - ის ვარ, რაც გადავწყვიტე ვიყო.
18. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სრულიად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს. მაგრამ მეგობარს თავისუფლად შეუძლია გვიამბოს ჩვენს შესახებ ისეთი რამ, რაზეც არ გვაქვს არანაირი წარმოდგენა.
19. „მაგიური“ - უბრალოდ სხვა სიტყვაა ფსიქიკურის აღნიშვნისთვის.
20. ჩვენი პიროვნებები წარმოადგენენ გარშემომყოფი მსოფლიოს ნაწილს, და მათი საიდუმლო ასევე უსაზღვროა.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, კარლ იუნგი
<a href="https://www.kefline.ru/">https://www.kefline.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია