ზოდიაქოს სამი ნიშნის ქალი, რომლებსაც შეუძლიათ მამაკაცს თავი დააკარგვინონ
- 16.05.2019
3. ლომი - უბრალოდ შეუძლებელია, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქალი ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. ისინი თავიანთი გარეგნობით, ჩაცმის სტილით ბრწყინავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ლომი ქალები ძალიან სექსუალურები არიან და ამ მახასიათებელს ჩაცმის სტილით კიდევ უფრო მეტად უსვამენ ხაზს. ისინი საოცრად თავდაჯერებულები არიან, რაც კიდევ უფრო მეტ სექსუალურობას მატებთ. ამავდროულად, მიუწვდომელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებენ და როგორც ამბობენ, მიუწვდომელი, ყველაზე ტკბილია.
მათ აქვთ უნარი ყველას ყურადღება მიიპყრონ. კაცები, როგორც წესი, მათი გულის მოგებას ძვირადღირებული საჩუქრებით ცდილობენ და იმედი აქვთ, რომ მათ ერთ მზერას მაინც დაიმსახურებენ.
2. მორიელი - ის სექსუალურ ენერგიას აფრქვევს და კაცებს მისი განსაკუთრებული შარმი შეუმჩნეველი არ რჩებათ. მორიელი ქალები შეუდარებლად მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩევიან და იციან, თუ როგორ მოხიბლონ სასურველი მამაკაცი. როგორც წესი, მორიელი ქალები გულგრილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი მხოლოდ ერთ, განსაკუთრებულ კაცს აძლევენ ბოლომდე გაცნობის შესაძლებლობას. ის მდიდარი კაცებით იხიბლება და ფუფუნებით ცხოვრებას ირჩევს.
1. ტყუპები - რეიტინგში პირველ ადგილს ტყუპები იკავებენ. ტყუპი ქალები საინტერესო, კომუნიკაბელურები და ოპტიმიზმით სავსენი არიან. მათ იციან იდეალური ფლირტის ხელოვნება. ტყუპი ქალი ადამიანებში დიდ ინტერესს იწვევს. მან იცის, როგორ გააბედნიეროს გარშემომყოფები და რა თქმა უნდა, მათ შორის, საყვარელი მამაკაცი. მისი დავიწყება შეუძლებელია. ის საინტერსო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას ეძებს, ამიტომაც, მოსაწყენი მამაკაცის გვერდით ვერ გაჩერდება.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, მორიელი, ტყუპები, ლომი
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>