LIFE

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

1. ვაწყობთ ნივთებს ხვეულებად

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

იმისათვის, რომ ტანსაცმელი ნაკლებად დაიკუჭოს და ჩემოდანში მინიმალური ადგილი დაიკავოს, ის უკეთესია დაახვიოთ მჭიდრო ხვეულებად, არ დაკეცოთ და დააწყოთ ერთმანეთზე. მაგალითად, საშუალო ზომის ჩემოდანში დაეტევა 3 შორტი, 3 შარვალი, 3 ჯინსი, ქვედაბოლო, 2 საცურაო კოსტიუმი, 3 საზაფხულო სვიტრი, 10 მაისური, 5 პერანგი, 4 კაბა.

2. ვითვისებთ „პირამიდის“ პრინციპს

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

ჩემოდნის კედლების გასწვრივ ვაწყობთ ფეხსაცმელს, შემდეგ ძირში მთელ სიგრძეზე ვაწყობთ გრძელ ნივთებს, მაგალითად შარვალს ან კაბას, ისე რომ ბოლოებით შეიძლებოდეს შეფუთული ტანსაცმლის მთლიანად დაფარვა. ზემოდან ვაწყობთ ნაკლებად დასაჭმუჭნ ნივთების ხვეულებს, შემდეგ უფრო მსუბუქ ტანსაცმლის ხვეულებს. ვამთავრებთ პირამიდას ადვილად დაჭმუჭვნდი ნივთებით, კოსმეტიკის ჩანთით, დოკუმენტებით, მტვრევადი წვრილმანებით.

3. უარს ვამბობთ ქოლგაზე

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

არ მიგვაქვს შვებულებაში დიდი ზომის ქოლგა და არჩევანს ვაკეთებთ საწვიმარის სასარგებლოდ, რომელიც ჩემოდანში მინიმალურ ადგილს დაიკავებს.

4. ვყიდულობთ კოსმეტიკური საშუალებების მინი-ვერსიებს

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

როგორც არ უნდა გვინდოდეს ყველა საყვარელი ტუბის წამოღება სახლიდან, მოგიწევთ დათმოთ ისინი უფრო საჭირო ნივთების გამო. მგზავრობისთვის ვყიდულობთ საყვარელი საშუალებების

მინი-ვერსიებს.

5. სწორად ვფუთავთ წვრილმანებს

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

ვაწყობთ ფლეშკას, პატარა ბლოკნოტებს, თმის სამაგრებს, კოლჰოტებს, წინდას, სათვალეს, ბიჟუტერიას ცალ-ცალკე ფეხსაცმელში, კოსმეტიკის ჩანთაში, ჩემოდნის ჯიბეებში.

6. საკიდები განსაკუთრებით ძვირფასი ნივთებისთვის

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

ხვეულებად ჩაწყობის ხერხი არ გამოდგება კლასიკური პერანგებისთვის, პიჯაკებსა და კოქტეილის კაბებისთვის, თუ გინდათ რომ ნორმალურად ჩაიტანოთ. ამისათვის ვიყენებთ საკიდებს, რომლებიც ადვილად იკიდება ნებისმიერ კაუჭზე თვითმფრინავში ან მატარებელში.

7. თან მიგვაქვს სააფთიაქო საშუალებების მინიმუმი

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

ვიღებთ თითოეული საჭირო წამლის თითო ბლისტერს. ეს საკმარისი იქნება, თუ მოულოდნელად დაგჭირდებათ. ძალიან მოსახერხებელია გადაახვიოთ ბლისტერები ქაღალდში და ჩააწყოთ ფეხსაცმელში, რომელიც თან მიგაქვთ.

8. არ ვტოვებთ ცარიელ ადგილებს

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი

თუნდაც ადგილის დატოვება გინდოდეთ ჩემოდანში საშვებულებო სუვენირებისთვის, არ არის საჭირო ნივთებს შორის სიცარიელის დატოვება, სხვაგვარად ისინი აირევა და დაიჭმუჭნება. უკეთესია შეავსოთ სიცარიელე ტანსაცმლის მცირე ნივთებით ან შესაფუთი ქაღალდით.

მალე შვებულების სეზონი იწყება - 8 ხერხი როგორ მოათავსო ჩემოდანში გარდერობი



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>