HBO-ს ეპიკური სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პოპულარობამ პიკს მიაღწია. მსოფლიოში არ არსებობს სოციალური რგოლი, რომლის წარმომადგენლებიც სერიალის შესახებ არ საუბრობენ. პოლიტიკოსებიც კი, თავიანთ გამოსვლებში GOT-ს გვერდს ვერ უვლიან და ვესტეროსში განვითარებულ მოვლენებს ხშირად რეალობასთან აკავშირებენ.

სერიალის პოპულარობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რომ არაფერი ვთქვათ სცენარზე, საოცარ ეფექტებზე, მნიშვნელოვან როლს მის წარმატებაში სწორად შერჩეული მსახიობები ასრულებენ.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დეინერის ტარგარიანი, მიუხედავად ბოლო სერიებში მისი ქმედებებისა, ადამიანთა დიდი ნაწილის საყვარელ პერსონაჟად რჩება, ქარიშხალშობილი დეინერისის როლს, მსახიობი ემილია კლარკი ასრულებს, რომელიც განსაკუთრებული შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩევა. ემილიამ GOT-ში გამოჩენისთანავე მიიპყრო დიდი ყურადღება და ადამიანების სიყვარული დაიმსახურა.

ის, რასაც კლარკმა უმოკლეს დროში მიაღწია, სხვები ძალიან დიდ დროსა და გაცილებით მეტ ენერგიას, შრომას უძღვნიან და შესაძლოა, ვერც მოიპოვონ მსგავსი აღიარება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი რამის მიღწევა მხოლოდ განსაკუთრებული შარმის მქონე ადამიანს შეუძლია. ისინი შეეცადნენ ამოეხსნათ ემილია კლარკის მომხიბვლელობის საიდუმლოები და ჩვენც გვიზიარებენ.

1. ნათელი, გულწრფელი ღიმილი - პირველი რამ, რაც ემილიას შეხედვისთანავე თვალშისაცემია, ეს არის მისი ღიმილი. ის ხშირად იღიმის და სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო უშუალო და გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღიმილის დროს თითქოს მისი თვალები ბრწყინავს.


ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როცა ვიღიმით, ამ დროს თბილი და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, რაც როგორც წესი, გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. პირველ რიგში, სწორედ თავისი გულწრფელი და ლამაზი ღიმილის გამო შეიყვარა ემილია საზოგადოებამ.


2. მას შეუძლია თბილად ისაუბროს კოლეგების შესახებ - ვარსკვლავების დიდი ნაწილი სხვადასხვა ინტერვიუებში საკუთარი თავის ქებით შემოიფარგლება, თუმცა ემილია მათ არ ჰგავს და ის ხშირად საუბრობს თავისი კოლეგების დადებითი მხარეების შესახებ, გულწრფელად აქებს მათ და ამით კეთილი, თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ის ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს გარშემომყოფ ადამიანებს და არასოდეს უშვებს შესაძლებლობას ხელიდან, რომ მის გვერდით მყოფებს კომპლიმენტები უთხრას. ემილია კლარკის ასეთი პოზიტიური ხასიათი საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ამიტომაც, მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.


3. ენერგეტიკა - შესაძლოა შეგიმჩნევიათ, როცა ემილია კლარკი გარშემომყოფებს ესაუბრება, ის სხვებზე უფრო ენერგიულია და მისგან ყოველთვის დადებითი, სასიამოვნო მუხტი მოდის, რომელიც ეკრანიდანაც კი გადმოგვედება და პოზიტივით გვავსებს.


ფსიქლოგები ამბობენ, რომ შუძლებელია ასეთი ქალი ვინმეს არ მოსწონდეს, ვინმე გულგრილი დარჩეს მის მიმართ. თავისი დადებითი ენერგეტიკის, მხიარული და პოზიტიური ხასიათის გამო, ის ყველგან ლიდერად ჩანს. ის არის ქალი, რომლის გარშემოც მუდამ უამრავი ადამიანია.


4. მოსმენის კულტურა - ემილია კლარკს აქვს შესანიშნავი უნარი, ყოველთვის ყურადღებით მოუსმინოს გარშემომყოფებს. როცა მას ესაუბრებიან, ის მთელი გულისყურით უსმენს და აუცილებლად ერთვება ინტერაქციაში. ეს ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა.


სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგებს არ უკვირთ, თუ როგორ მოახერხა ემილია კლარკმა ასეთ მცირე დროში თაყვანისმცემელთა მთელი არმიის შეძენა.